Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► შშმ სტუდენტი GAU-ს გულგრილობაში ადანაშაულებს, რას პასუხობს უნივერსიტეტი

29 ნოემბერი 2016

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსელმა, მარიკო კობახიძემ დაწერა, რომ 4 ნოემბერს უნივერსიტეტიდან გამოსვლის დროს დედასთან ერთად წაიქცა და ორივე ფეხი მოიტეხა. მარიკო ეტლით სარგებლობს. უნივერსიტეტში კი დედის დახმარებით უწევს სიარული. მისი თქმით, GAU-ის ცენტრალური შესასვლელი არაადაპტირებულია, ამიტომ შენობაში უნივერსიტეტის გვერდით გაკეთებული პანდუსით შედის, რომელიც არასტანდარტული დახრილობისაა. ამ პანდუსთან ახლოს კი, ერთ-ერთი კერძო კომპანიის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც პანდუსამდე მისასვლელი გზა უმეტეს წილად, სხვადასხვა სამშენებლო მასალითა და უსაფრთხოების ლენტებით არის გადაკეტილი. 

"უნივერსიტეტიდან სახლში რომ მივდიოდი, ტაქსიმ ძირს დაყრილი სამშენებლო მასალების გამო პანდუსამდე შემოსვლა და დაპარკინგება ვერ მოახერხა, ამიტომ გზის მეორე მხარეს გააჩერა. გვიანი იყო და განათებაც სუსტი იყო. ტაქსიში ჩაჯდომის დროს დედამ სამშენებლო მასალებს ფეხი წამოკრა და ორივე წავიქეცით. დედას მუხლები აქვს დაზიანებული. მე ორივე ფეხი მოვიტეხე და 2-თვიანი წოლითი რეჟიმი მაქვს დანიშნული. უნივერსიტეტის მხრიდან გაჟღერდა, რომ ეს შემთხვევა მისი შენობის გარეთ მოხდა. რა თქმა უნდა, მაგრამ მათი პასუხიმგებლობა იყო, რომ პანდუსამდე მისასვლელი გზა თავისუფალი ყოფილიყო და ტაქსი გზის მეორე მხარეს არ გაგვეჩერებინა".

მარიკო კობახიძე ამბობს, რომ ისეთი მაღალი სტანდარტების უნივერსიტეტი, როგორიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის უსაფრთხო გარემოს უნდა ქმნიდეს, ასევე ადაპტირებული უნდა იყოს ის შესასვლელი, რომლითაც დანარჩენი სტუდენტები სარგებლობენ. მარიკო სოციალურ-პოლიტიკურ-მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ეს ფაკულტეტი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. უნივერსიტეტს აქვს ასევე ლიფტი, რომელიც იკეტება. მარიკოს აქვს გასაღები, თუმცა ამბობს, რომ გასაღები ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის ზედმეტად მაღლაა და მისი გაღება სხვისი დახმარების გარეშე შეუძლებელია.

"ლიბერალის" შეკითხვებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილიმ უპასუხა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წუხს მომხდარი ფაქტის გამო. ქაუგილის განმარტებით, მარიკო კობახიძემ, რომელმაც ლექციების შემდეგ დატოვა უნივერსიტეტი, ტაქსიში ჩაჯდომისას მიიღო ფიზიკური დაზიანება. ტერიტორია, სადაც ეს მოხდა და სადაც მას ტაქსი ელოდებოდა, არ ეკუთვნის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, მისი კერძო საკუთრების ფარგლებს გარეთაა.

"ძალიან კარგად გვესმის, რა მძიმეა დაზარალებულის მდგომარეობა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მცდარია ამ ფაქტის შენობის ადაპტაციის ხარისხთან დაკავშირება. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მისაწვდომი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს განათლების სამინისტროს ავტორიზაციისა და ასევე ამერიკული ფონდის ოპიკის (OVERSEAS PRIVATE INVESTMENT CORPORATION) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (ოპიკის ინვესტიციით განხორციელდა GAU-ს ახლანდელი შენობის რეკონსტრუქცია). ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აკადემიურ პროცესში თუ დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართულები იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დაესწრონ გაუში გამართულ შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და გაუს არჩევის შემთხვევაში ამ უნივერსიტეტში მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ისარგებლონ GAU-ს არსებული სასერტიფიკატო კურსებით.

გვესმის, რომ არსებული კანონმდებლობა არ არის იდეალური და დახვეწას, ასევე ცხოვრებაში იმპლემენტაციას საჭიროებს, რათა ფიზიკური გარემო თუ საზოგადოებრივი ცნობიერება მეტად ასახავდეს ერთ-ერთ უმთავრეს ცხოვრებისეულ პრინციპს - ადამიანთა თანასწორობას.

სისტემური პრობლემების გადაჭრა სისტემური მიდგომითაა საჭირო და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჩვენს დაზარალებულ სტუდენტს. მასთან პირადად განვაგრძობთ ურთიერთობას, როგორც ყველა ეს სხვა სტუდენტის შემთხვევაში ხდება", - აღნიშნავს უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^