Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► "ბოიკოტი ფრესკოს" - დასაქმებულთა მხარდასაჭერად აქციები გრძელდება

13 თებერვალი 2017

დასაქმებულთა მხარდასაჭერად აქციები გრძელდება. დღეს სოლიდარობა სუპერმარკეტ "ფრესკოს" თანამშრომლებს გამოუცხადეს. "ქალთა მზერის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეები, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე "ფრესკოს" წინ შეიკრიბნენ და დასაქმებულთა წინაშე არსებულ პრობლემებმე კიდევ ერთხელ ხმამაღლა ილაპარაკეს.

"სოლიდარობა მშრომელებს" - ამ შეძახილების ფონზე აქციის მონაწილეები სუპერმარკეტის მომხმარებლებს აქციის მიზნის შესახებ ამცნობდნენ და მოუწოდებდნენ, დასაქმებულების მიმართ სოლიდარობა მათაც გამოეხატათ. 

აქციაზე იმყოფებოდა "ფრესკოს" იმ თანამშრომლების ნაწილი, ვინც მძიმე შრომის პირობების გამო, სუპერმარკეტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მარიამ ლაშხი ერთი წლის განმავლობაში კონსულტანტად მუშაობდა. ყვება, კონსულტანტობის პარალელურად, როგორ უწევდა ჭურჭლის რეცხვა, მაღაზიის დალაგება, პრუდუქტის გადაზიდვა და სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება:

"ვმუშაობდი კვირაში 5 დღე, 12-საათიანი გრაფიკით. თავიდან, არ ვიცოდი, რომ ამით ჩემი შრომის უფლება ირღვეოდა, ბევრ რაღაცაზე თვალს ვხუჭავდით, მაგრამ ბოლოს, ხელფასების 50% რომ ჩამოგვაკლეს, გადავწვიტეთ, საპროტესტო წერილი გაგვევრცელებინა და სამსახური დაგვეტოვებინა. ჩემი მაღაზიიდან 20-მდე თანამშრომელი წამოვედით, სულ 80-მდე დასაქმებულმა დატოვა ამ დროისთვის "ფრესკო", - ამბობს მარიამი. 

აქციის ბოლოს, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს გაზი შრომის ინსპექციის პროცესის არაეფექტურობას და სახელმწიფოს მოუწოდეს, დასაქმებულთა შრომის პირობებისა და უფლებების მონიტორინგისთვის სწორი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

06 დეკემბერი
06 დეკემბერი

ვიდეო► 25 წელი საბავშვო ბაღში

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები 25 წელია ცხოვრობენ.  „ლიბერალი&ldq ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

ვიდეო ► ზუგდიდში არ გვაქვს კინოთეატრი - ...

► რა არის ზუგდიდის მთვარი გამოწვევა? რა აკლია ქალაქს? პასუხობს თუ არა მუნიციპალიტეტის ხარჯები ადგილობრივების საჭიროებებს ...
05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ვიდეო ► ზარუჰი ტბისპირა სოფლიდან

ზარუჰი 21 წლისაა, სოფელ სამებიდან. სამება ნინოწმინდაში, სომხეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, სო ...

მეტი

^