Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► "უფრო სქელი კანი" - ეძღვნება ჰომოფობიის ნიადაგზე გარდაცვლილ ადამიანებს

19 მაისი 2017

17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, კლუბ "ელექტროვერკის" სივრცეში პოეტმა ანდრო დადიანმა პერფორმანსი ჰომოფობიის ნიადაგზე გარდაცვლილ ადამიანებს მიუძღვნა.

"ანდრო დადიანი თანამედროვე ქართველი პოეტია, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია გამოჩნდა ლიტერატურულ ასპარეზზე. მისი ლექსები ეროტიკულობითა და საზოგადოებისთვის სენსიტიური, ტაბუდადებული თემების წინ წამოწევით გამოირჩევა, იგი არღვევს დღევანდელ არტისტულ პროცესებში არსებულ უმოქმედობას ლგბტ საკითხების მიმართ და მისთვის ჩვეული სინაზით, ხან კი დაუნდობლობით აღწერს იმ მახინჯ ყოველდღიურობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება დღევანდელ საზოგადოებას", - "თემიდას" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, ანდროს შესახებ ტატო ჩანგელია წერს.

მიტოვებული ქარხნის მეოთხე სართულზე მოწყობილ სივრცეში, „ღია სივრცის“ მიერ ორგანიზებულ პერფორმანსზე, პოეტი განათებულ რკინის კონსტრუქციაში იდგა. პერფორმანსი დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა, მთავარ გმირს შინდისფერი კაბა ეცვა და სახეზე სპეციალური საბურავიდან, ნახევრადდახშული ხმით, თავის ლექსებს კითხულობდა. 

პრეფორმანსის განმავლობაში მთავარი გმირის ახლოს მყოფი რამდენიმე ადამიანი პერიოდულად მის ახლოს რკინის მძიმე ფირფიტებს დემონსტრაციულად ყრიდა. ბოლოს სწორედ ამ რკინის ფირფიტებით ამოქოლეს მთავარი გმირის რკინის ოთხკუთხა კონსტრუქცია, საიდანაც პოეტი ლექსების კითხვას განაგრძობდა, თუმცა, ნელ-ნელა მისი ხმა დაიხშო და მაყურებელმა, პერფორმანსის სხვა მონაწილეების მოწოდებით, კლუბის სივრცე დატოვა.

„როგორც პერფორმანსის შესავალ სიტყვაში ვთქვი, გუშინდელი საღამო ჰომოფობიის მსხვერპლ ადამიანებს ეძღვნებოდა, ადამიანებს რომელთა ყოველდღიურობაა: ჩაგვრა, დაცინვა, შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა და ყველაზე სასტიკი - სიცოცხლის ხელყოფა. მინდა ჩემი მოკრძალებული, არტისტულ ფორმაში მოქცეული ხმა მივაწვდინო ამ ადამიანებს და ჩემი თანადგომა გამოვთქვა მათ მიმართ", - წერს თავის ფბ გვერდზე ანდრო დადიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 ივლისი
12 ივლისი

ვიდეო ► თეონა ბერიძის არჩევანი

18 წლის მუსლიმი გოგონა არჩევნის წინაშეა - სთხოვენ, თავსაფარი მოიხსნას, რომელიც ნებაყოფლობით დაიფარა და გადაწყვიტა, მთელი ...
03 მაისი
03 მაისი

ვიდეო ► „დეკრიმინალიზება - უალტერნატივო ...

2 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ ნარკოპოლიტიკაში ...
20 მარტი
20 მარტი

ვიდეო►ბავშვთა უფლებები ყველა პრემიაზე მა ...

"თბილისის მერიის ერთი თვის პრემია = 290 ბავშვის რეაბილიტაციას ერთი წლის მანძილზე", "ბავშვთა უფლებები ...

მეტი

^