Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► ანანო, 16 წლის - მამა 5 აპრილს შახტში დაიღუპა

18 ივნისი 2018

ანანოს მამა, ბესიკ გურგენიძე 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში აფეთქებისას დაიღუპა. ამ დღეს მასთან ერთად კიდევ 5 ადამიანი მოკვდა, 3 დაშავდა.

ანანო ახლა 16 წლისაა, სწავლობს ტყიბულში. 

მასთან ინტერვიუ მამის დაღუპვიდან რამდენიმე კვირაში ჩავწერეთ. ის ჰყვება მამაზე, იხსენებს 5 აპრილის დილას და საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც ტყიბულში მცხოვრებ ადამიანებს ყოველდღიურად ხვდებათ: „მასწავლებელმა სახლში გამიშვა და უკვე ყველაფერი ცხადი იყო ჩემთვის, მაგრამ გზაში ვლოცულობდი. უბრალოდ, მინდოდა, მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო“.

ანანო ამბობს, რომ ტყიბულში ცხოვრება არ უნდა. აქ ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობები არ აქვთ: „ამიტომ, ვფიქრობ, რომ სკოლის დამთავრებისთანავე წავალ და ჩემს ქალაქს დავტოვებ".

5 აპრილს, დილის 4 საათზე, 49 წლის ბესიკ გურგენიძესთან ერთად შახტში აფეთქებას მისი ხუთი მეგობარი შეეწირა. მათ შორის იყო 25 წლის პავლე გამეზარდაშვილიც. მეშახტეები 10 აპრილს დაკრძალეს. 3 დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ, უცნობია, რა მიზეზით და ვისი ბრალეულობით მოხდა აფეთქება.

ტყიბულის შახტები კომპანია „საქნახშირს" (ჯი-აი-ჯი ჯგუფს) ეკუთვნის. ქალაქში ორი - მინდელისა და ძიძიგურის შახტები მუშაობს. 

შარშან ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა მოკვდა, წელს კი  ამავე შახტში - 6 მუშა. რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა „ჯი-აი-ჯი ჯგუფის სალიცენზიო ზონაში“ მოხდა, სადაც ნახშირს ღია კარიერული წესით 30-მდე წვრილი კომპანია მოიპოვებს.

________________________________

ვიდეო მომზადებულია პროექტის - „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის" ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ  „ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 აგვისტო
13 აგვისტო

ვიდეო► „დაუვიწყარი გულისტკივილი" - მუსლი ...

► 2014 წელს მუსლიმური სასწავლებლის მუშაობისთვის ხელის შეშლის მიზნით, ქობულეთში, პანსიონის ეზოში მართლმადიდებელმა მოსახლე ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

ვიდეო ► ომის ისტორია

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 10 წელი გავიდა.
03 აგვისტო
03 აგვისტო

ვიდეო► კრისტინა სნოპი - სამოქალაქო პოზიც ...

რუსი ჟურნალისტი კრისტინა სნოპი და მისი მეუღლე დენისი მე-5 თვეა, რაც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ლტოლვილთა თავშესაფარ ...

მეტი

^