Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „დაუვიწყარი გულისტკივილი" - მუსლიმური პანსიონის ეზოში ღორის დაკვლიდან 4 წლის შემდეგ

13 აგვისტო 2018
► 2014 წელს მუსლიმური სასწავლებლის მუშაობისთვის ხელის შეშლის მიზნით, ქობულეთში, პანსიონის ეზოში მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ღორი დაკლა, ღორის თავი კი შენობის კარზე მიაჭედა. მერაბ მიქელაძე ოთხი წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს

► უკვე მეოთხე წელია, მუსლიმი თემი პანსიონის გახსნას ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმების მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული დევნა სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, მუსლიმები სასწავლებელს კონფლიქტის განმეორების შიშით დღემდე ვერ ხსნიან, ამასობაში კი შენობის მდგომარეობა უარესდება.

► სამივე ინსტანციის ეროვნული სასამართლო პანსიონის გახსნისთვის ხელის შეშლას კერძო პირების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციად აფასებს, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ არ აღიარა შსს-ს პასუხისმგებლობა უფლების შეზღუდვის ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმების დევნის შესახებ ინფორმირებული იყო შსს, განმცხადებლების თქმით, პოლიცია არსებითად მხოლოდ პასიური დაკვირვებით შემოიფარგლებოდა.

► გამოძიება პანსიონის გადაწვის მუქარის ფაქტზე 2014 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე ჭიანურდება.

► მუსლიმების უფლებებს EMC იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ - შპს „ქობულეთის წყალმა“ ადგილზე პოლიციის გამოცხადების მიუხედავად, დღემდე ვერ მოახერხა შენობის წყალარინების სისტემაზე დაერთების სამუშაოების ჩატარება, რაც სახალხო დამცველმა მუსლიმი თემის წინააღდეგ პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტად შეაფასა.

► საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი.

____________________________________________________________

ვიდეო მომზადებულია პროექტის „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის“ ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ნოემბერი
13 ნოემბერი

ვიდეო ► ზუგდიდში არ გვაქვს კინოთეატრი - ...

► რა არის ზუგდიდის მთვარი გამოწვევა? რა აკლია ქალაქს? პასუხობს თუ არა მუნიციპალიტეტის ხარჯები ადგილობრივების საჭიროებებს ...
05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ვიდეო ► ზარუჰი ტბისპირა სოფლიდან

ზარუჰი 21 წლისაა, სოფელ სამებიდან. სამება ნინოწმინდაში, სომხეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, სო ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ვიდეო ► „წყალტუბოში პერსპექტივა არ მაქვს ...

ნახეთ ვიდეო წყალტუბოს შესახებ, რომელიც მომზადებულია პროექტის „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის&l ...

მეტი

^