Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► გარემოს დაცვის სამინისტროში დათვების დახოცვის საკითხზე დისკუსია გაიმართა

10 ოქტომბერი 2014

მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევაში, გარეული ცხოველებისგან თავდაცვის მიზნით დახოცვის ალტერნატიულ საშუალებებს განიხილავდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გამართულ დისკუსიაზე.

შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თეიმურაზ წიქორიძემ აღნიშნა, მგლისა და დათვისგან თავის დაცვა, ტრადიციულად, ძაღლის, კერძოდ, კავკასიური ნაგაზის საშუალებით ხდებოდა.

„დათვების თავდასხმის შემთხვევაში, მათი დახოცვის ალტერნატიული საშუალება საუკუნეების განმავლობაში, კავკასიური ნაგაზი იყო, ძაღლმა რომ დაყეფოს, დათვი იქ აღარ მივა“,  - განაცხადა წიქორიძემ. მისი თქმით, ამგვარი მეთოდის გამოყენებით, მოსახლეობა დათვების თავდასხმისგან დაცული იქნება, დათვები დახოცვას გადაურჩებიან და კავკასიური ნაგაზებიც დანიშნულებისამებრ იქნებიან გამოყენებულები.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია აცხადებს, რომ სამინისტროში ამ თემით დაინტერესდებიან და შეისწავლიან.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის დათვის გარემოდან ამოღება, ყველა ალტერნატიულ მეთოდს გამოვიყენებთ, რომელიც ადეკვატურად მიიჩნევა, ვიდრე რომელიმე ინდივიდის გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას მივიღებთ“,  - ამბობს მინისტრის მოადგილე.

თეიმურაზ მურღულიამ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.

„პრევენცია სჭირდება ამ ყველაფერს. დღეს დათვები იმ ეკოლოგიური პრობლემების გამო ჩამოდიან მოსახლეობაში, რომელიც ზოგადად დგას. კლიმატის ცვლილება, ტყის გამეჩხერება, იწვევს ამ პრობლემებს და ამ კუთხით გაცილებით მეტი ინვესტიცია გვჭირდება“, - განაცხადა მურღულიამ. 

 

ამავე თემაზე:

მთავრობამ დათვების დახოცვის შესახებ განკარგულება გასცა 

გარემოს დაცვის სამინისტრო დათვების დახოცვის შესახებ განკარგულებაზე განმარტებას აკეთებს 


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

03 მაისი
03 მაისი

#ხმები ► 18 წელი მეტროს მემანქანედ - რა ...

ემზარ ბარბაქაძე 18 წელია მეტროს მემანქანედ მუშაობს. სამი შვილი და მეუღლე ჰყავს. ოჯახში ერთადერთი დასაქმებული ადამიანია. ...
25 აპრილი
25 აპრილი

#ხმები ► პროტესტის ხმა სვანეთიდან

21 აპრილს მესტიაში, სოფელ ჭუბერში სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივი მოსახლეობა, აქტივისტებ ...
26 მარტი
26 მარტი

ვიდეო ► ტალახიანი შერკინებები ხაშურში

ჩამონგრეული, გამოყენებისთვის უვარგისი გასახდელი, ატალახებული მოედანი, დანგრეული ტრიბუნები, ანტისანიტარია, ღორები, ძროხებ ...

მეტი

^