ლონდონის სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ადასტურებს.
როგორც ადვოკატი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, დავით კეზერაშვილის მიმართ საქართველოში პოლიტიკური დევნის მოტივები გახდა.
„ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურას კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა. საექსტრადაციო პროცედურები ბრიტანეთში დასრულებულია. მოსამართლის მხრიდან დასაბუთება იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის საფუძვლები, რომ ეს არის, მის მიმართ ცალსახად პოლიტიკური დევნა საქართველოში”, - ამბობს შოთა მინდელმა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე საფრანგეთის სასამართლომაც უარი განაცხადა. გარდა ამისა, კეზერაშვილი ინტერპოლმა წითელი ცირკულარიდან ამოიღო.