Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტით, ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის 150-1000 ლარამდე ჯარიმა წესდება

16 მაისი 2017

დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაწესდეს.

აღნიშნული წინადადებით პარლამენტს გასულ წელს თბილისის საკრებულომ მიმართა; იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა საკანონმდებლო წინადადება და შექმნა სამუშაო ჯგუფი, კანონპროექტის ინიცირებისათვის, რის მიხედვითაც, ჯარიმა დაწესდება ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით და ერთი წლის განმავლობაში მესამედ და ყოველი შემდგომი ჩადენისას. კერძოდ: 

პირველ ჯერზე ზემოთ აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.

ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.

ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მესამე და ყოველი შემდგომი სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის - 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით.

როგორ პროექტშია აღნიშნული, ამ მიზნებისათვის დღის საათებად მიიცნევა 07.00 – 23.00 სთ-მდე, ღამის საათებად – 23.00-დან 07.00 სთ-მდე.

ამასთან, ამ მუხლის ნორმები არ გავრცელდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურულ და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე.

ამ მუხლის მიზნებისათვის ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

როგორც ცვლილებების  მიზნებშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში „საქართველოს კონსტიტუციით“, „ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო პაქტით“ აღიარებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში („საქართველოს კონსტიტუცია“ 37-ე მუხლი) და ჰქონდწს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი („ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი“ მე-12 მუხლი).

„ამას გარდა, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ევროკავშირის 2002/49/ EC დირექტივა. მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2009 წელს მიიღო „ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები“. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 55 დეციბელი. სამწუხაროდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ევროპის მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოსახლე 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში იმყოფება. ევროკავშირის ქვეყნებში ღამის ხმაურის ზღვრული დონე სხვადასხვაა. ცხრილში ნაჩვენებია ღამით სატრანსპორტო ხმაურის (L night, outside) დონეები ქვეყნების მიხედვით“, - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ 2018 წლის 1 აპრილამდე 77 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო 2018 წლის 1 აპრილიდან ეს ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

კანონპროექტის ავტორები არიან: პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია, სალომე ზურაბიშვილი.

ხმაურით შეწუხებული მოქალაქეები პარლამენტში და „მურვან ყრუს ორდენი" დეპუტატებისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^