ხათუნა ხაბულიანის მორიგი პოდკასტი ფემინსტრიმზე :
"ნათელა გრიგალაშვილი ფოტო ამბების საუკეთესო მთხრობელია და ეს ამბები ხშირად ეხება ქალებს, რომლებიც არ ჩანან, რომლებითაც არც საზოგადოება და არც მედია განსაკუთრებით არც ინტერესდება და რომელთაგან თითოეულის ბიოგრაფია უკავშირდება ტრადიციისა და კულტურის ისეთ დამთრგუნველ სისტემას, რომელთან ბრძოლაც მათ არასდროს უცდიათ ცვლილების მოლოდინების არარსებობის ან პრობლემის გაუცნობიერებლობის გამო."
„ქალთა ფონდი საქართველოში" და „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი" წარმოგიდგენთ „ფემინსტრიმს" - ფემინისტურ აუდიოპოდკასტებს კულტურაზე.
პოსტასტები ყოველ ორშაბათს ფონდების ვებგვერდებსა და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.
ლიტერატურა / ნათია გვიანიშვილი
მუსიკა / ლილი მამულაშვილი
კინო / თეო ხატიაშვილი
ხელოვნება / ხათუნა ხაბულიანი