Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიზეზ–მიზეზ...

18 თებერვალი 2013

რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"

“როსპოტერბნადზორის” ექსპერტები მიმდინარე კვირაშიც არ ჩამოვლენ თბილისში. ამის შესახებ სააგენტო РИА Новости–ის რუსეთის მთავრმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ აცნობა: “ორშაბათს ჩვენი სპეციალისტები არ გაემზავრებიან საქართველოში. ისინი მას შემდეგ წავლენ ქართული ქარხნების შესამოწმებლად, რაც საქართველოს მხარე წარმოგვიდგეს იმ 12 საწარმოს დოკუმენტებს, რომელიც დამატებით სიაში შეიყვანა”.

მანამდე “როსპოტრებნაზორი” 31 ქართული საწარმოს შემოწმებას 18 თებერვლის შემდეგ გეგმავდა.

“ონიშნეკო შეზღუდულ “ქართულ დიეტაზე” დაგვსვამს. ღვინო ხილი და ბორჯომი. მაგრამ უმწვადოდ”,– წერს “Московский Комсомолец “. ჟურნალისტი პაველ ჩუვილაევი “როსპოტრებნადზორის” გადაწყვეტილებაზე წერს. 11 თებერვლიდან რუსეთში აშშ–დან და კანადიდან გაყინული ხორცის (ძირითადად ღორის) იმპორტი აიკრძალა.  ხორცის იმპორტთან დაკავშირებით, პრობლემები რუსეთს გერმანიასთანაც შეექმნა. ავტორი ამ გარემოების გამო რუსეთში ხორცის გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევს. “მით უმეტეს, რომ გენადი ონიშენკომ აშშ–დან ქათმის ხორცის იმპორტის აკრძლავაც არ გამორიცხა”.

აკრძლავის მიზეზი ნივთიერება რაკტოპამინი გახდა, რომელსაც საქონელს მასაში სწრაფი მატებისთვის აძლევენ. “მისი მოქმედება ადამიანზე ბოლომდე არ არის გამოკვლეული. ცნობილია, რომ რაკტოპამინი დიდი დოზით გულის რიტმის დარღვევას (ტახიკარდიას) იწვევს. მცირე დოზის მუდმივად მიღება  კი სიმსუქნეს უწობს ხელს. რა დოზა ითვლება უსაფრთხოდ, დაუდგენელია”.

 ავტორის ცნობითვე, აშშ ხორცის აკრძალვის გამო აპირებს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლოს.

პაველ ჩუვილიაევი იმედს გამოთქვამს, რომ გაზაფხულის ბოლოს რუსეთის დახლებზე ქართული ღვინო მაინც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ  “გენადი ონიშენკომ  საქართველო სათანადო საბუთების წარდგენისთვის განსაზღვრული  ვადების დარღვევაში დაადანაშაულა”. სტატიის ბოლოს ავტორი სინანულს გამოთქვამს, რომ ხორცის იმპორტის აკრძალვის გამო,  რუსეთის მოქალაქეებს გაუჭირდებად ქართულ ღვინოზე “ზაკუსკად”  მწვადი მიაყოლონ.

“როსპოტრებნადზორის” ახალ აკრძალავას ჟურნალი “Коммерсантъ ДЕНЬГИ” ეხმაურება. მიმომხილველი იური ლვოვი წერს:”ამერიკელება უკვე განაცხადეს, რომ არ ესმით, რატომ გაწევრიანდა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. რა არის გაუგებარი – ჩვენ იმიტომ გავწევრიანდით, რომ საკუთარი პროდუქცია თავისუფლად გავყიდოთ, სხვებისას კი ფეხი წამოვუდოთ. სანიტარული “შპილკები” ყველაზე კარგია. ქართველებზეა ნაცადი”.

იგივე გამოცემა ვრცელ სტატიას უძღვნის რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნებას. ავტორები ანა ვასილევა და ეკატერინა დრანკინა 4 თებერვალს მოსკოვში გენადი ონიშენკოსა და ქართული დელეგაციის შეხვედრის დეტალებზე ყვებიან: “შეხვედრისას მხარეები ცოტა წაკამათდნენ. ქართველები ამბობდნენ, რომ პროდუქციის მიწოდების განსაახლებალდ საჭირო პროცედურებს ზაფხულზე ადრე ვერ გაუმკლავდებიან. ონიშენკო ხელები ქნევით უმტკიცებდა, რომ აუცილებელია გაცილებით ადრე, გაზაფხულზე მოესწროს”.

ავტორები ქართველი მეღვინეების წარმატებაზე წერენ. ”პარადოქსად” მიაჩნიათ, რომ რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ მათ მალევე მოიკრიბეს ძალები, სხვა ბაზრებზე გავიდნენ, თანაც ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსული ბაზრის შესაძლო გახსნით მოხიბლული ქართული საწარმოები, წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავენ. თუმცა ანა ვასილევას და ეკატერინა დრანკინას გენადი ონიშენკოს სიტყვები აფიქრებთ. მთავარმა სანიტარმა რუსეთში ქართული ღვინოს დაბრუნების გარდაუვლობაზე საუბრისას აღნიშნა: “თუკი პოლიტიკა ხელის შეშლას არ დაიწყებს”. როცა ონიშენკო ამ იდუმალ ფრაზას ამბობდა, ალბათ კარგად იცოდა, რასაც გაულისხმობდა. ქართველი მეღვინეების ხარისხთან ბრძოლაში წარმატებაზე ონიშენკოს თვალი მას შემდეგ აეხილა, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” კი დამარცხდა. აპრილში სააკაშვილს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და დაიბრუნოს ძალაუფლება.

ქართულ ღვინოს მონატრებული ონიშენკო მეწარმეებს აჩქარებს გაზაფხულისთვის მოასწრონ ყველაფერი: ჩადონ საჭირო ინვესტიცია, გაიარონ შემოწმება, მოელაპარაკონ დისტრიბუტორებს, საცალო ვაჭრობა წამოიწყონ. ადამიანები დაიხარჯებიან, მადა გაეღვიძებათათ და სააკაშვილს თავს შეაკლავენ, რომ საშინელება არ ჩაიდინოს”, – ვარაუდობენ ავტორები.

ამიტომაც ისინი ქართველ მეღვინეებს ურჩევენ, ძალიან არ აჩქარდნენ. “Коммерсантъ ДЕНЬГИ”–ის შეფასებით, “როსპოტრებნადზორის” გადაწყვეტილება, თავად შეამოწმოს ყველა საწარმო ადგილზე დისკრიმინაციულია მცირე მეწარმეებისა და ცალკეული ფერმერების მიმართ –  რუსი სპეციალისტები ფიზიკურად ვერ შეძლებენ  სოფელ–სოფელ ყველასთან დავლას.

ავტორების შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უამრავი ნაკლის მიუხედავა,დ ერთი დადებითი თვისება ჰქონდა უცხოური ინვესტიციები მისთვის “წმიდათა წმიდა” იყო.  ორ ქვეყნას შორის დაძაბულ ურთიერთობას რუსი ინვესტორებისთვის ხელი არ შეუშლიათ საქართველოში დაებანდებინათ ფული.

“ 2007 წლიდან ვინ აღარ იყიდა წილი ქართულ კომპანიებში – “ვიმპელკომი”, “პრომიშლენიე ინვესტორი”, “ლუკოილი” და ცალკე აღებული რამდენიმე ათეული რუსეთის მოქალაქე. მარტო კერძო ინვესტორებს კი არა და სახელმწიფო “ინტერ რაოს” არ შექმნია დაბრკოლება პოლიტიკური მოტივების გამო”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის სათავეში მოსვლის შემდეგ გაჩნდა შიში, რომ ყველაფერი შეიცვლება ამ მხრივ –

“ძალიან ენერგიულად დაიწყო იმ ყველაფრის შეცვლა, რაც მისმა წინამორბედმა გააკეთა”.

ავტორები სტატიის ბოლოს წერენ: “იქნებ ოდესმე რუსეთის ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილის პრინციპებით იხელმძღვანელოს... თუნდაც იმიტომ, რომ სირცხვილია პატარა, მიმნდობი ქართველი მეღვინეების დაჩაგვრა. ან თუნდაც იმიტომ, რომ მეზობელს მიაფურთხებ და საკუთარ თავს მოახვედრებ. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში ბევრი ღვინის მწარმოებელი კომპანიის ინვესტორები რუსული კომპანიები გახდნენ. რუსი მეწილეები ჰყავს ქარხანა “ბადაგონს”. “თელავის ღვინის მარანი” 100 % –ით ეკუთვნით რუსეთის მოქალაქეებს. რუსული “დიონის კლუბის” მფლობელობაშია “ახაშენის” ღვინის ქარხანა”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^