„ბავშვთა სამყაროს“ იურისტი ვაჟა მაისურაძე „ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელის დააკავება უსაფუძვლოა.
იურისტის თქმით, გამოძიების ფარგლებში სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა ჩაატარა. როგორც ვაჟა მაისურაძე ამბობს, დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები იყო დაცული. იმავე დასკვით დადგენილია, რომ ხანძარი გამოწვეულია გარე ჩარევით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით, მიზანმიმართული ცეცხლის წაკიდებით.
„აქედან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა ეძებოს დანმაშავე, ვინც გააჩინა ხანძარი და იგი არ უნდა ცდილობდეს ბრალის ვიღაცისთვის „შეტენას“, რომ წინასაარჩევნოდ განაწყენებული ხალხის ნაწილი მოიმადლიეროს“, - ამბობს ვაჟა მაისურაძე.
პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა.