Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

07 მაისი 2019

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს და მისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. აღსაზრდელები საზაფხულო ბაღშიც ელექტრონულად - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდის www.kids.org.ge მეშვეობით დარეგისტრირდებიან.

„რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

გვანცელაძის თქმით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისს ეხება და არ გავრცელდება 2019-2020 სააღმზრდელო წელზე. გვანეცლაძის თქმით, აქამდე უკვე რეგისტრირებულ აღსაზრდელებთან ერთად საზაფხულო ბაღებში 2-და 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვის რეგისტრაცია დაუშვება.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით, შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იმოქმედებს:

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162
ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112.
სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

1 / 6
^