მეორე დღეა მოქალაქეები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები არიან შეკრებილი და სიტყვით გამოდიან. მოქალქეების სიმრავლის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელს პოლიციელები რკინის კონსტრუქციებით ამაგრებენ.
აქცია პირველად გუშინ 19:00 საათზე გაიმართა. პროტესტის მიზეზი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენა იყო.
მოქალაქეების აქცია მოგვიანებით პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სანართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, რამდენიმე მძიმედ. დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.