Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დრეზდენში ნაცისტური საგანგებო სიტუაციის შესახებ იუწყებიან

04 ნოემბერი 2019

გერმანული საქსონიის დედაქალაქი, მოულოდნელად, მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. დრესდენის მუნიციპალურმა საბჭომ, 39 ხმით 29–ის წინააღდეგ, ნაცისტური საგანგებო სიტუაციის რეზოლუცია მიიღო.

დეპუტატები შიშობენ, რომ ულტრა მემარჯვენე პოზიციების განსაკუთრებული გაძლიერება საქსონიის რეგიონში, გერმანული დემოკრატიისათვის საფრთხეს წარმოადგენს. რეზოულიციის მიღების ერთ–ერთ მიზეზად ძალადობის და დანაშაულის მზარდი სტატისტიკა დასახელდა, რასაც ტრადიციული პარტიები რადიკალი მემარჯვენეების აგრესიულ რიტორიკას უკავშრებენ. მემარცხენე პოლიტიკოსი და ანტი ნაცისტური ლეგალური ფორმულის ინიციატორი, მაქს ასჩენბახი, მიიჩნევს, რომ დრეზდენს ნაცისტური პრობლემა აქვს.

რეზოლუციას, ბუნებრივია გამოუჩდნენ კრიტიკოსებიც. ინიცირებული საგანგებო სიტუაცია თავისთავად მოიაზრებს, პოლიტიკური შეზღუდვების კასკადს, რომელთა „კოჰაბიტაცია“ ყოველდღიურ დემოკრატიულ პროცესებთან მარტივი ვერ იქნება. ანტი–მემარჯვენე პოლიტიკის უფლებრივად რეპრესიულ რელსებზე გადართვა, სადაც პროტესტის მქონე, რიგი ჯგუფების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, სხვა ჯგუფებთან შედარებით შეიზღუდება, როგორც წესი კონტრპროდუქტიულია. ანგელა მერკელის, მმართველი ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ყველა დეპუტატმა, ხმა რეზოლუციის წინააღდეგ მისცა, თუმცა ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა. დემოკრატი ჰოლგერ ჰასე მიიჩნევს, რომ დრეზდენის ავტორიტეტს, ქალაქის რომელიც 2025 წლის ევროპის კულტურული დედაქალაქის ტიტულისთვის იბრძვის, ნაცისტური საგანგებო სიტუაციის რეზოლუცით  სერიოზული ზიანი მიადგება.

დეპუტატთა უმრავლესობა, რეზოლუციის დამტკიცებისას, საქსონური არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებს მიენდო, რომლის თანახმადაც, დრეზდენში 2017–2018 წლებში, მემარჯვენე ჯგუფების ძალადობრივი თავდასხმების რიცხვი 52–დან 60–მდე  გაიზარდა.

მოცემული რეზოლუცია, რომელიც კონტრვერსიალური აჩმოჩნდა, შეგვიძლია ანტი მემარჯვენე პარტიების მოქმედების ახალ გეგმად,  „მანიფესტად“ შევრაცხოთ. საქსონიის მხარე, მთელს ევროპაში, პოლიტიკურად ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონი გახლავთ. 2014 წლის მაშტაბური ანტი–საემიგრაციო დემონსტრაციების ტალღა, რომელსაც „PEGIDA”-ს სახელით ვიცნობთ, სწორედ დრეზდენში დაიწყო. 5 წლის წინ, ლტოლვილთა ნაკადების შეზღუდვის მოთხოვნით პირველი ანტი–ისლამისტური გამოსვლები ადგილობრივმა მეფუნთუშემ, 350 აქტივისტთან ერთად მოაწყო. ერთი წლის შემდეგ, „PEGIDA’’-ს ორგანიზებულ დემონსტრაცაიზე დრესდენში უკვე 25 000 მოქალაქე შეიკრიბა. საქსონიაში შექმნილი ულტრა–მემარჯვენე ორგანიზაცია, იერარქიის არ ქონის და წევრთა „სიჭრელის“ გამო მალე დაიშალა, თუმცა გერმანელებს სერიოზული ანტი–საემიგრაციო მესიჯი დაუტოვა, რასაც ახალი მემკვიდრე – ალტერნატივა გერმანიისთვის „AFD’’- გამოუჩნდა. საქსონია, მალე იქცა მემარჯვენე პარტიის ნამდვილ ბასტიონად.

რამოდენიმე დღის წინ, თურინგიის ადგილობრივ არჩევნებში, ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. ქრისტიან დემოკრატებმა და სოციალ დემოკრატებმა, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დააფიქსირეს, ხოლო ალტერნატივამ გერმანიისთვს, მერკელის პარტია დაამარცხა.

„AFD“–ის წლევანდელ წარმატებას საინტერესო ლოგიკა უდევს საფუძვლად. პარტიამ გადაწყვიტა მაღაროელთა უფლებებისათვის ებრძოლა და აღმოსავლეთში მაღაროების დახურვის ინიციატივას დაუპირისპირდა. ამან შედეგი უკვე გამოიღო და ლინკესთან ერთად, რომელიც, დღევანდელი სტანდარტებით რადიკალური მემარცხენე პარტიაა, „AFD“-მ გამარჯვება მოიპოვა.  

იგივე „PEGIDA’’–ს მოულოდნელი წარმატების საწინდარი, დაბალი სოციალური ფენების მიმხრობა გახლდათ. ვინაიდან დრეზდენულ მოძრაობას არ ჰყოლია გამორჩეული ლიდერები ან ელიტა, სახალო აგრესიის მართვა ადგილობრივი მომსახურების და ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს კარგად გამოუვიდათ. მოძრაობის ყოფილი წევრები, ალტერნატივას გერმანიისთვის, ანტი–საემიგრაციო ლოზუნგების მისაკუთრების გარდა, „მუშათა კლსაზე“ ორიენტირებას ურჩევდნენ, ხოლო ბუნდესტაგის უკანასკნელი, „AFD“–სათვის უღიმღამო არჩევნების შემდეგ, როგორც ჩანს, ულტრა–მემარჯვენეებმა რჩევები გაითვალისწინეს და უკვე წარმატებასაც მიაღწიეს. 

სამწუხაროდ, საქართელოსთვის, არც ლინკეს და არც ალტერნატივის გერმანიის წარმატება, სასიკეთო გზავნილი არ გახლავთ. ორივე რადიკალური პარტიას, საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის მმართველ პარტიასთან.

არსებობს თემები, რასაც ტრადიციული პარტიები ყოველთვის გაურბიან. ერთ–ერთ ასეთ თემას, ნეო ნაცისტური ჯგუფების არსებობა წარმოადგენს, თუმცა სამართლიანობისათვის, უნდა ითქვას, რომ თანამედროვე დემოკრატიაში, ხშირად,  მემარჯვენეობის ნებისმიერი რადიკალური ფორმა იოლად ექცევა ნაცისტურ ფილტრში. სწორედ ამ „ტაბუირების“ გამო, დრეზდენელი დეპუტატების გადაწყვეტილება საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და აღიარების, რომ „რაღაც რიგზე ვერ არის“ ელემენტს ნამდვილად შეიცავდა. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ უპასუხებს ამ მძიმე გამოწვევებს გერმანული და მთლიანად ევროპული პოლიტიკა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^