„La voce della luna“ („მთვარის ხმა“) 1990
ფედერიკო ფელინის უკანასკნელი ფილმი. აბდა-უბდა, ლირიკული იგავი შეყვარებული მთვარეულის შესახებ, რომლის როლსაც რობერტო ბენინი ასრულებს.
„New Order“ („ახალი წესრიგი“) 2020
მექსიკელი რეჟისორის, მიშელ ფრანკოს საშიში ანტიუტოპია სამხედრო გადატრიალების შესახებ, რომლის დაჯერებაც იოლია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალი ამბები დაეწია კინოს და არა პირიქით. ფილმის მთავარი თემაა პოლარიზება, რომლის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს.
„Mainstream“ („მეინსტრიმი“) 2020
ფრენსის ფორდ კოპოლას შვილიშვილის, ჯია კოპოლას არათანაბარი ამბიციური სატირა ვიდეობლოგერობის ბრწყინვალებასა და სიღატაკეზე. მაია ჰოუკის გმირი ემოჯებს აღებინებს!
წინა კვირის კინორეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.