Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოთქმა ხმითა...

20 სექტემბერი 2012


გავგლიჯოთ შუაზე, ვცემოთ, გავგიჟდეთ, განცვიფრდეთ, აღშფოდეთ, დავგმოთ, გავიხსენოთ, ვიაზროვნოთ, ვიფიქროთ, ვიბჭოთ, ვიკამათოდ, გავაანალიზოთ, გავარკვიოთ, დავიჭიროთ, ამოვიცნოთ, დავიმხასოვროთ, გავანადგუროთ, ამოვშალოთ, წავშალოთ, მოვიცილოთ, გამოვცვალოთ, გავუშვათ, გავაცილოთ, დავსაჯოთ, დავსაჯოთ, დავსაჯოთ....
მაგრამ მანამ ვიგლოვოთ, ვიგლოვით, ვიგლოვოთ. ჩვენი თავი, ვისაც ყოველ წელს ეზარებოდა სახალხო დამცველის ანგარიშების კითხვა; ვისაც ეუბნებოდნენ, რომ სისატიკეები ხდება, ხდება ყოველ დღე და ვისაც ყოვედღიური საზრუნავის გამო ეს ავიწდებოდა; ვისაც ყოველ დღე უფრო მეტი ადამიანი ყავდა ციხეში, მაგრამ ამაზე ფიქრი აწუხებდა ანდა მშვიდად ძილს უშლიდა; ვინც ახლა გაბრაზდა, მაგრამ დემონსტრაციაზე არ მივიდა; ვინც ჯალათებთან ერთად ცეკვას, სიმღერას და ჭამას არ ერიდებოდა; ვინც, გირგვლიანის ნამდვილი მკვლელების დანახვაზე ქუჩის მეორე მხარეს არ გადადიოდა; ვინც ყველაზე ღარიბი, დაჩაგრული, უმწეო ნაწილი მიაგდო, ციხეებში გამოამწყვდია და მერე თვალს მიფარებული მიივიწყა; ვინც ცემეს, აფურთხეს, გააუპატიურეს, მერე ეს ყველაფერი ტელევიზორში აყურებინეს და მერე უბრალოდ ბოდიში მოუხადეს; ვინც გუშინ მოკლეს, მოკლული კი “ბოდიში, რა ბაკში ჩავასხას” განყოფილებაში მოისროლეს..
ვიგლოვოთ ის ბიჭები, რომელსაც არც ხმა აქვთ, არც ენა, მაგრამ თურმე ყველაზე უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ, გვეძახოდნენ, ჩაგვძახოდნენ, მაგრამ ჩვენ ყველამ ავდექით და ყურთსასმენები გავიკეთეთ, რომ ამერიკული ჰიტებით და უაზრო ჭორაობით მათი ხავილი გადაგვეფარა. ვიგლოვოთ მათი მშობლები, დედები, მამები, ძმები და დები- დაღლილი, ჭირით დათანგული და ციხე-ციხე სიარულში მუხლ გადატყაული ადამიანები, რომლებიც მათი სისხლის და ხორცის გადასარჩენად ხან სახალხო დამცველის და ხან იუსტიცის სამინისტროს რომელიმე ბიუროკრატის მისაღებში რიგში ჩაეწერებოდნენ.
ვიგლოვოთ ის ჯალათები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცოცხლები არიან, არადა დიდი ხანია მოკვდნენ. ვიგლოვოთ მათი ცოლები, რომლებიც ღამღამობით სხვისი სისხლის სუნით გაჟღენთილი სხეულების გვერდზე წვანან; რომლებიც კერას იმავე ცოცხებით გვიან, რითაც მათი ქმრები სხვებს აუპატიურებენ; რომლებიც ცრემლებით, ვედრებით, უბედურებით გაჟღენთილ პერანგებს რეცხავენ; ვიგლოვოთ მათი შვილები, რომლებიც საღამოობით ადამიანების ცემისაგან გაოფლილ მშობლის ხელებს კოცნიან; ვიგლოვოთ მათი მეზობლები, რომლებიც არც კი უწყიან, რომ მათთან სტუმრობისას ღვინოს მაგივრად სხვა ადამიანების ჭირს შეექცევიან; ვიგლოვოთ მათი მშობლები და მეგობრები, რომლებიც არაადამიანურობით ისე ყარან, რომ ლეშის სუნი აღარც კი აწუხებთ.
ვიგლოვოთ, ჩვენი უსუსური ხელისუფლება, რომელსაც კეკლუცობით და საკუთარი თავის მოწონებით ვერც კი გაუთვითცნობიერებია, რომ ზურგზე უზარმაზარი, მომაკვდინებელი სიმსივნე გამოზრდია. ვიგლოვოთ მათში ის პატარა ბიჭები, რომელთაც ხშირად ცემდნენ, თავში ურტყავდნენ, ჯვრებით დასდევნდენ, და რომლებმაც ვერც კი გაიგეს ისე გადაიქცნენ თავად აიხმანებად. ვიგლოვოთ ისინი, რომლებიც წუხდნენ ადამიანებზე, დარდობნენ ღირსებაზე და უფლებებზე, უსმენდნენ, კითხულობდნენ და მჭობდნენ, რადგანაც ეს ადამიანები უჩუმრად შემოგაკვდა, ისინი გარდაიცვალნენ და მემკვიდრეებად მხოლოდ გესლიანი ურჩხულები და სისინა გველები დაგვიტოვეს.
გავგლიჯოთ შუაზე, ვცემოთ, გავგიჟდეთ, განცვიფრდეთ, აღშფოდეთ, დავგმოთ, გავიხსენოთ, ვიაზროვნოთ, ვიფიქროთ, ვიბჭოთ, ვიკამათოდ, გავაანალიზოთ, გავარკვიოთ, დავიჭიროთ, ამოვიცნოთ, დავიმხასოვროთ, გავანადგუროთ, ამოვშალოთ, წავშალოთ, მოვიცილოთ, გამოვცვალოთ, გავუშვათ, გავაცილოთ, დავსაჯოთ, დავსაჯოთ, დავსაჯოთ....მაგრამ ჯერ ვიგლოვოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^