
დანიაში ცხოველთან სექსი კანონით აიკრძალება.
„მივიღე გადაწყვეტილება ცხოველებთან სექსი არალეგალურად გამოვაცხადო. ეს სინამდვილეში ცხოველზე ძალადობას წარმოადგენს და არა სექსს, თან სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს“, - ამბობს დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრი დან იორჰენსენი.
ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ცხოველებთან სექსტურიზმის მაგნიტად იქცა და ამ ტიპის ბორდელების სტუმრობის მსურველებიც მრავლად არიან. მით უმეტეს, რომ ზოოფილია ევროპის თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში კანონითაა აკრძალული.
ბოლო გამოკითხვებით, დანიის მოსახლეობის 76 პროცენტი ამ აკრძალვის მომხრეა.
კანონპროექტს, რომელიც ცხოველთა დაცვის სხვა ასპექტებსაც ითვალისწინებს, დანიის მთავრობა 2015 წელს დაამტკიცებს.
ზოოფილია, მაგალითად, ინგლისში 1290 წლიდან არალეგალურია, თუმცა ბევრმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ, გერმანიამ და ჰოლანდიამ ეს კანონი ბოლო ათი წლის განმავლობაში მიიღეს.
ზოოფილია კვლავ ლეგალურია ფინეთში, უნგრეთსა და რუმინეთში.