Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

08 აპრილი, 2015 19:09

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგში ცვლილებებია: 9, 10, 11 და 13 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. მომხმარებელს ინფორმაციის მიღება მოქმედი სერვისცენტრების შესახებ, საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრში 2444444 ნომერზე დარეკვით შეეძლება. შაბათს, 11 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს - დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Expressბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი 9 ან 10 აპრილი აქვს, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა 14 აპრილს შეეძლება. ცვლილებებია საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრის მუშაობის განრიგშიც - 11 აპრილის 22:00 საათიდან 13 აპრილის 10:00 საათამდე  სატელეფონო მომსახურების ცენტრები არ იმუშავებს. დანარჩენი დღეებში კი 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

14 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^