პროკრედიტ ბანკი მორიგ ინოვაციას სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. თვითმომსახურების ზონას ახალი ტიპის - უნივერსალური ბანკომატი (Cash in) დაემატა. ჩვეულებრივი ბანკომატისგან განსხვავებით, რომელსაც მხოლოდ თანხის გამოტანის ფუნქცია აქვს, უნივერსალური ბანკომატი თანხის ანგარიშზე შეტანის შესაძლებლობასაც გაძლევთ. ამასთანავე, კლიენტს საშუალება აქვს შეამოწმოს ნაშთი საკუთარ ანგარიშზე და ბოლოს განხორციელებული ტრანზაქციები.
ახალი ბანკომატის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა სისწრაფეა: კლიენტს არ სჭირდება აპარატში კუპიურების ცალ-ცალკე განთავსება, რადგან ბანკომატი ერთდროულად 50-მდე კუპიურას იღებს. გარდა ამისა, შეტანილი თანხის ანგარიშზე ასახვა ხდება მომენტალურად. ამის გათვალისწინებით მომსახურებით სარგებლობის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა ბანკის 24/7 თვითმომსახურების სივრცეში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
უნივერსალური ბანკომატით მომსახურება მხოლოდ პროკრედიტ ბანკის კლიენტი ფიზიკური პირებისთვის არის შესაძლებელი, თუმცა უახლოეს მომავალში აპარატით სარგებლობა იურიდიული პირებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. ასევე, აპარატი მხოლოდ ლარის კუპიურებს მიიღებს, თუმცა დოლარის ან ევროს ანგარიშზე თანხის შეტანისას კონვერტაცია ავტომატურად მოხდება.
დღეისათვის, უნივერსალური ბანკომატი (Cash in) უკვე განთავსდა თბილისის რამოდენიმე ფილიალის თვითმომსახურების ზონაში და მიმდინარე წლის ბოლომდე პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს კლიენტებისთვის ახალი ტიპის მანქანა - სეიფი (Drop Box) დაინერგა. აპარატი განკუთვნილია მიმდინარე ანგარიშზე მსხვილი თანხების მოკლე დროში განსათავსებლად. მომხმარებელს ორივე აპარატით სარგებლობა თვითმომსახურების ზონაში ნებისმიერ დროს 24/7 შეუძლია.
პროკრედიტ ბანკი მუდმივ საინტერესო და ინოვაციურ სიახლეებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს, მოქნილი და ეფექტური მომსახურებისათვის.