Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტებით მოწყობილ თვითმომსახურების ზონას - „სივრცე 24/7“ სთავაზობს

21 აგვისტო, 2015 18:20

 პროკრედიტ ბანკის თავისუფლების მოედნის ფილიალში ახალი თვითმომსახურების ზონის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პრესის წარმომადგენლებისთვის პროკრედიტ ბანკის თანამედროვე, უახლესი სტანდარტებით მოწყობილი 24/7 სივრცის წარდგენა და აქ განთავსებული ინოვაციური აპარატების გაცნობა იყო. პრესკონფერენციაზე სივრცე 24/7 კონცეფციაზე, ინოვაციური აპარატების შესახებ და მათ უპირატესობებზე გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ და მენეჯმენტის წევრებმა ისაუბრეს. 

პროკრედიტ ბანკი თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საინტერესო სიახლეებსა და ინოვაციურ სერვისებს. მიმდინარე ეტაპზე, ბანკი აქტიურად ახორციელებს 24/7 თვითმომსახურების სივრცეების მოდერნიზებას, ფუნქციურ სრულყოფასა და მათ აღჭურვას თანამედროვე ინოვაციური აპარატებით, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და სასურველი საბანკო მომსახურების მიღება ხელმისაწვდომი 24/7 გახადოს. 

იმისათვის, რომ საბანკო მომსახურების მიღება, უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტური იყოს, როგორც ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის თვითმომსახურების სივრცეში არაერთი მრავალფუნქციური აპარატი განთავსდა, რომელთა გამოყენებით საბანკო მომსახურებების (როგორიცაა თანხის შეტანა/გატანა, გადახდები, გადარიცხვები და ა.შ.) 80-90%- მდე ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, თვითმომსახურების სივრცეებში . 

სულ ცოტა ხნის წინ ბანკმა მომხმარებლებს 3 ახალი აპარატი შესთავაზა თვითმომსახურების ზონაში. მათი მეშვეობით საბანკო მომსახურების მიღება უფრო გამარტივდა. 

პირველად საქართველოში, მხოლოდ პროკრედიტ ბანკის კლიენტებს საშუალება აქვთ ბანკომატით არამარტო გაანაღდონ, არამედ შეიტანონ თანხა ანგარიშზე. ამის საშუალებას იძლევა უნივერსალური ბანკომატი. ახალი ბანკომატის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა სისწრაფეა: კლიენტს არ სჭირდება აპარატში კუპიურების ცალ-ცალკე განთავსება, რადგან ბანკომატი ერთდროულად 50-მდე კუპიურას იღებს. გარდა ამისა, შეტანილი თანხის ანგარიშზე ასახვა ხდება მომენტალურად. ამის გათვალისწინებით მომსახურების მიღების დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. 

გარდა ამისა, თვითმომსახურების ზონაში ახალი აპარატი - სეიფი განთავსდა. იგი განკუთვნილია ბიზნეს კლიენტების ანგარიშზე მსხვილი თანხების შესატანად. მხოლოდ პროკრედიტ ბანკის სეიფით შეტანილი თანხა აისახება რამდენიმე წამში კლიენტის ანგარიშზე, რაც ამ აპარატის უნიკალურობას განაპირობებს. 

პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითმომსახურების ზონაში მოსულ კლიენტს გაუმარტივდეს დამოუკიდებლად საბანკო მომსახურების მიღება. ამიტომ, სივრცე 24/7-ში კიდევ ერთი აპარატი - საინფორმაციო ტერმინალი განთავსდა. გარდა საბანკო ტრანზაქციებისა, საინფორმაციო ტერმინალის საშუალებით კლიენტებს შეუძლიათ ფილიალებისა და ბანკომატების ქსელის ნახვა, ბანკში არსებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის მიღება და ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა. ამავე აპარატით შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრთან დაკავშირებაც. 

ახალი აპარატების დანერგვამ თვითმომსახურების სივრცე მრავალფუნქციური გახადა. გარდა ფუნქციური დატვირთვისა სივრცის დიზაინი ისე მოეწყო, რომ შერჩეულმა ფერებმა, გამოყენებულმა მასალამ, თითოეულმა დეტალმა კლიენტს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. შეგრძნებაა იმისა, რომ ეს მათი საბანკო სივრცეა 24/7. 

ასმუს როტნე, პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი: 

“მიმდინარე ეტაპზე, 24 საათიანი მომსახურების დანერგვა აქტიურად ხორციელდება საბანკო სექტორში. თუმცა, პროკრედიტ ბანკმა პირველი ტიპის თვითმომსახურების ზონა მომხმარებელს რამდენიმე წლის წინ შესთავაზა. პროექტის ძირითადმა იდეამ, რომ საბანკო მომსახურების მიღება ნებისმიერ დროს იყო ხელმისაწვდომი, ჩვენი კლიენტების დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. ამან სტიმული მოგვცა კიდევ უფრო დაგვეხვეწა თვითმომსახურების სივრცე. ამ პერიოდის განმავლობაში მის სრულყოფაზე, ფუნქციურ დატვირთვასა და დიზაინზე ვმუშაობდით და საბოლოოდ გრანდიოზული პროექტი მივიღეთ, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი მომსახურების ცენტრების ვიზუალი. თითოეული ფილიალის მთავარი ნაწილი ინოვაციური აპარატებით აღჭურვილი თანამედროვე, 24 საათიანი თვითმომსახურების სივრცე გახდა და აქ წარმოდგენილი აპარატები მაქსიმალურად აკმაყოფილებს ჩვენი კლიენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^