16 სექტემბერს მესტიაში საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში „ნენსკრა ჰესის" მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.
საპარტნიორო ფონდის განცხადებით, ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „სალინი“, წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს, რაც გულისხმობს დამატებით დეტალურ ტოპოგრაფიულ და გეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს, დეტალური სამშენებლო დიზაინის მომზადებას, მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას, სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას და მუშათა ბანაკების მოწყობას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, მთავრობის წევრებმა, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩებმა და K Water-ისა და Salini Impregilo-ს ხელმძღვანელმა პირებმა.
აღსანიშნავია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ეკოლოგიური დასკვნა ჯერ არ გაუცია.
„ლიბერალთან“ საუბრისას სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარ შარაშენიძემ აღნიშნავდა, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადა 24 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
„საპარტნიორო ფონდი“ „ლიბერალს" უთხრეს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საბოლოო გადამუშავებული ანგარიში საბოლოო დასკვნის გასაცემად გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროშია წარდგენილია.
მათი თქმით, ძირითადი სამუშაოების დაწყება 2016 წლიდანაა დაგეგმილი. ფონდის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა უკვე 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაიცემა. როგორც ფონდში აცხადებენ, დარწმუნებულნები არიან, რომ მშენებლობის ნებართვას მიიღებენ.
რაც შეეხება წინასამობილიზაციო სამუშაობის დაწყებას, ფონდში აცხადებენ, რომ ამგვარი სამუშაოების დაწყებას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება.