Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონიდან სექსუალური ორიენტაციის ამოღების საკითხზე ჯაჭვლიანის პროექტი დაარეგისტრირეს

21 სექტემბერი, 2015 18:43

ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვის შესახებ კანონიდან“ ტერმინების „სექსუალური ორიენტაციის“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღების შესახებ კანონპროექტი მოამზადა. კანონპროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომამ მსვლელობა მისცეს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ავტორი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2014 2 მაისს პარლამენტმა საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიაქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

„საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიგდომა არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის.

დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების სერიოზული დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახური ფასეულობებს.

„სექსუალური მრავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდოღირებულებები საზიანოა საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო, როგორც კაცობრიობის რეალურ ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან.

ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის ძირითად რელიგიურ ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფესევდოღირებულებების დანიშნულება ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი საფუძვლების განადგურებაა. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო ტენდენციებს.

იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც საქართველოში იდესაც დაცულები არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის გვთავაზობს და ხელს უწყობს არა მარტო ამორალურ, არამედ კონტრპროდუქტიულ, საკამათო ქცევასა და მენტალიტეტს.

დასავლეთის ბევრ ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოს უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება, გაეროს კვლევების მიხედვით, როგროც ერი გადაშენების პირას ვართ. ამ შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახში, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^