Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუმსიშვილი ავტომანქანების ღირებულების შესაძლო ზრდაზე: საზრუნავი მოქალაქის ჯანმრთელობაა

03 დეკემბერი, 2015 11:49

„პირველ რიგში ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა", - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის შემთხვევაში ავტომანქანის ღირებულების შესაძლო ზრდის შესახებ. 

ქუმსიშვილის თქმით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირველი სტიმული, რაც მთავრობას აქვს, მოქალაქეების უსაფრთხოება და უსაფრთხო გადაადგილებაა.

„ეს არის ამოსავალი წერტილი და ამოსავალი წერტილია ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს", - ამბობს ქუმსიშვილი.  

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, საავტომობილო ბაზარზე ფასები ძალიან შემცირებულია.

„ავტომობილები არის ხელმისაწვდომი და ვიმედოვნებთ, მომავალშიც ასე გაგრძელდება", - თქვა ქუმსიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^