Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა პროცენტით ასესხა

09 თებერვალი, 2016 12:13
ფოტო: 20/30.news

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ  ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა, - ამის შესახებ მან კომენტარი 2030-ს თბილისის აეროპორტში დღეს, გამთენიისას მისცა.

რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სესხი პროცენტიანია.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი თბილისში დაბრუნება ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რუხაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ ჩამოვიდა“.

როგორც რუხაძემ თქვა, კოტე გოგელია აპირებს, თავისი წილი დაახლოებით 5 მილიონ  დოლარად გაყიდოს.

გაჩეჩილაძეების თქმით, „სტუდია მაესტოს" წილების შესაძენად ფული ირაკლი რუხაძემ ასესხა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" დამატებით 30%-იანი წილი 2016 წლის 1 თებერვალს შეიძინა.  

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გიორგი გაჩეჩილაძეს გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5 %, და მაკა ასათიანი - 25%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^