საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სექსუალური ცხოვრება სირცხვილი არ არის.
„მინდა, მივამართო მათ, ჩემს თანამოქალეებს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და მსფომხედვლობისა, და ვისაც ემუქრება ბნელი ძალა. მე ვდგავარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ, მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩაგრავენ. ამის საბუთად მინდა ვთქვა - სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სირცხვილი. მე მქონია, მაქვს და მექნება სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და ამ პროცესს ყოველთვის მოვაშორებ შავ-ბნელ სტიგმას“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ის კადრების ავტორებს შავბნელებს უწოდებს, ამბობს, რომ თითოეულს იპოვის და ისინი საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს ვერ გაიტანენ. მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი ერი ყოველთვის თავისუფალი იყო და შავბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა. მისი თქმით, თავისუფლებისთვის საჭიროა არ გვეშინოდეს, ამისთვის კი შანტაჟში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. პრეზიდენტის შეფასებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ვიდეოებს და პროცესს რამენაირად დააკვირდება, ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების მორალური თანამონაწილე ხდება.
"ეფექტი ნამდვილად იქნება, მაგრამ იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, შეიძლება ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ საზოგადოებამ თუ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ იმას, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ ამით ჩვენს მოქალაქეებს დააშანტაჟებს, პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რომ ეს შეიძლება ჩვენ გვაინტერესებდეს, რომ მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს, ამას უნდა გავცეთ პასუხი მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და არამარტო კრიმინალის გახნით, არამედ ღიად ამის დაგმობით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება. მისი ავტორები კადრების არგავრცელების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს გადადგომისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხვა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებით იმუქრებიან.