სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეხვედრის შემდეგ თსუ-ის რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში შესულები არიან უცხო პირები.
„უნივერსიტეტში შემოსულნი არიან ისეთი ადამიანები, როგორც ახალგაზრდები, ასევე ასაკოვნები, რომლებიც არ არიან უნივერსიტეტის სტუდენტები და არც თანამშრომლები. ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ უნივერსიტეტს და დატოვონ უნივერსიტეტის ტერიტორია. ამის გარეშე კონსტრუქციული სამუშაოს გაგრძელება გვიჭირს“, - განაცხადა პაპავამ.
იგი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.
„ავუხსენი მათ რა სიტუაციაა. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რა ფორმაც შეარჩიეს და რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე მივეცი პირობა, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელდება არც დაცვის სამსახურის და პოლიციის მხრიდან. მათ არავინ არ დაარბევს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.
მისი განცხადებით, საუბარი და დიალოგი გრძელდება.
#თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას თქმით, უნივერსიტეტში შემოსულნი არიან, როგორც ახალგაზრდები, ასევე ასაკოვნები, რომლებიც არ არიან უნივერსიტეტის სტუდენტები და არც თანამშრომლები. „ვსარგებლობ მომენტით და ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ უნივერსიტეტს და დატოვონ უნივერსიტეტის ტერიტორია", - განაცხადა ლადო პაპავამ მის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც პაპავა ამბობს, მან თვიტმმართველობის წევრებს განუმარტა, რომ გადადგომას არ აპირებს. რექტორის თქმით, თვითმმართველობამ პროტესტის ეს ფორმა შეარჩია და ისინი რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. რექტორი ამბობს, რომ სტუდენტებს დაჰპირდა, რომ მათზე ზეწოლა არ მოხდება #თსუ #თსუ16 #tsu #tsu16
Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, March 15, 2016