მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა და სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი დაერქმევა.
პრემიერის განმარტებით, სტრუქტურა სხვა დატვირთვას მიიღებს და მსხვილი ინფარსტრუქტურული პროექტების შემთხვევაში უწყებების კოორდინაციას მოახდენს.
„დეპარტამენტი მოახდენს კოორდინაციას ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, როგორიც არის აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ანაკლიის პორტი. ასევე, სამთო კურორტების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის კოხტა–მიტარბის კომპლექსის და გუდაურის სტრატეგიული განვითარება. დეპარტამენტი მოახდენს უწყებათა შორის კოორდინაციას. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი საკითხები გადასაჭრელი, რომელიც უწყებათაშორისო ხასიათისაა. ეს არის,მაგალითად, ქონების მართვის კუთხით მიწის გამოსყიდვის საკითხი, გარემოს დაცვის კუთხით პროცესების მაქსიმალურად ხელშეწყობა,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, სტრატეგიის ცვლილებაზე მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მუშაობს. „ამ სტრატეგიის ცვლილების უმნიშვნელოვანესი, განუყოფელი ნაწილი გახლავთ ადმინისტრირების მხრივ პროექტების დაჩქარება. სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც ახალი სტრუქტურა არ იქნება, მაგრამ თვისობრივად გარდაიქმნება, ხელს შეუწყობს ამ კუთხით უწყებათაშორის კოორდინაციას", - განაცხადაგორგი კვირიკაშვილმა.