აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ახალ 20-დოლარიან კუპირაზე გამოსახული იქნება აფროამერიკელი აქტივისტი ჰარიეტ ტაბმენი, რომელიც მონობის წინააღმდეგ გამოდიოდა.
ჰარიეტ ტაბმენი ბოლო ასი წლის განმავლობაში იქნება პირველი ქალი, რომელსაც გამოსახავენ დოლარის კუპიურაზე.
ჰარიეტ ტაბმენამდე ეს პატივი ერგო ყოფილ პირველ ლედის, მარტა ვაშინგტონს, რომელიც გამოსახული იყო 1-დოლარიან ვერცხლის სერტიფიკატზე, 1886, 1891 და 1896 წლებში. ასევე გამოსახული იყო ინდიელთა პრინცესა პოკაჰონტასი 20-დოლარიან კუპიურაზე, რომელიც 1865 წელს გამოუშვეს.
ახალ 20-დოლარიან კუპიურაზე ჰარიეტ ტაბმენი შეცვლის აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის პორტრეტს.
შარშან აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გეგმავს შეცვალოს 10-დოლარიან კუპიურაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დამაარსებლის, ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტი. ამ ინიციატივას აშშ-ის მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა.
ამერიკული კუპიურების დიზაინში ცვლილებები კიდევ იგეგმება.
როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯეკ ლიუმ განაცხადა, 10-დოლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს ისევ დარჩება ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტი, ხოლო უკანა მხარეს გამოსახული იქნება ცნობილი სუფრაჟისტები - ქალთა მოძრაობის ლიდერები, რომლებიც იბრძოდნენ ქალთა უფლებებისთვის.
5-დოლარიან კუპიურაზე გამოსახავენ სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს, რომელებიც იბრძოდნენ სამოქალაქო უფლებებისთვის.
დოლარის ახალი კუპიურების საბოლოო დიზაინს 2020 წლისათვის შეიმუშავებენ.
წყარო: BBC
ახალ 20-დოლარიან კუპიურაზე აფროამერიკელი ქალი იქნება გამოსახული