Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთის პროვინციაში აფეთქების შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

22 აპრილი, 2016 15:28

თურქეთის აღმოსავლეთით, პროვინცია თუნჯელში სამხედრო ავტომანქანის აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა. სააგენტო France-Presse-ის ცნობით, კიდევ რამდენიმე ჯარისკაცია დაშავებული. როგორც სააგენტო იუწყება, ავტომანქანა ხელნაკეთი ბომბით ააფეთქეს, რომელიც ორი ქალაქის, თუნჯელისა და ელაზიღის დამაკავშირებელ გზაზე იყო დამონტაჟებული.

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სისტემატურად ხდება შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ქურთისტანის „მუშათა პარტიას" შორის, რომელიც თურქეთში აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

ქურთისტანის „მუშათა პარტია“ იბრძვის ქურთების უფლებებისთვის და თურქეთში ავტონომიური რესპუბლიკის შექმნისთვის, სადაც ქურთებს შეეძლებათ ცხოვრება.

მარტის დასაწყისში ანკარაში აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ტერაქტის მოწყობაში ქურთისტანის „მუშათა პარტია“ დაადანაშაულა, რის შემდეგაც თურქმა სამხედროებმა დაიწყეს ავიდაბომბვა ერაყში ქურთისტანის „მუშათა პარტიის“ ბაზაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^