Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა მელია: ბიძინამ საკარმიდამოს ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰა მიწის ნაკვეთი მიუერთა

26 აპრილი, 2016 13:12

„ბიძინამ სოლოლაკის საკარმიდამოს თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიუერთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მალულად", - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია.

იგი აკონკრეტებს, რომ სოლოლაკის ტერიტორიის ახალი მესაკუთრე არის შპს „ფინსერვის XXI“, რომელზეც ივანიშვილის ბიზნესცენტრია რეგისტრირებული.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, ამ და მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე ჯამურად 390 000 კვ.მ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, აქტიური გამწვანების ზონაში მერიამ დაუშვა მშენებლობა".

აბესაძის თქმით, ივანიშვილმა მერიას შეაცვლევინა და გადაიტანა კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა, რომლის გამოც უკვე მოჭრილი და გადარგულია 550-მდე ხე, დახარჯული თითქმის 700 000 ლარი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. „აღმოჩნდა, რომ ბუნება გაიჩეხა და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას რეზიდენციის მშენებლობისთვის გათავისუფლებულიყო პოლიგონი“, - აღნიშნავს აბესაძე. 

ნიკა მელიას ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია მერიამ 22 აპრილს გაიტანა აუქციონზე, რომელიც 3 მაისს დასრულდება. ნიკა მელიას ინფორმაციით, მყიდველის ვინაობის გამოცნობა ადვილია.

ნიკა მელია ორ მოთხოვნას აყენებს: პირველი - ივანიშვილმა დააბრუნოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია და მეორე - ნარმანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება და პირობა დადოს, რომ გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებას.

„ეს არის არასწორად გავრცელებული ინფორმაცია“ - ასე გამოეხმაურა მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ის, რომ ბოტანიკურ ბაღს ჩამოერთვა ტერიტორია და გადაეცა კონკრეტულ რეზიდენციას, ეს ასე არ არის. მოხდა ბოტანიკურის საზღვრების კორექტირება. იმ 4 ჰექტარის სანაცვლოდ, რომელიც ბოტანიკურ ბაღს ჩამოერთვა, გადაეცა ბევრად უკეთესი ტერიტორია“, - ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი ბოტანიკური ბაღის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან გადაცემული ტერიტორია მცენარეთა პოპულაცია და ტურისტული მიზნებიდან გამომდინარე არის ბევრად უკეთესი. გადაცემული ტერიტორია არის კრწანისი-შინდისის მიმდებარედ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^