Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობამ სამების ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3 737 400 ლარი გამოყო

18 მაისი, 2016 14:26

სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ფინანსთა სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო. აღნიშნული განკარგულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 5 მაისს გამოქვეყნდა და მას პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს.

„სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი”, - ვკითხულობთ განკარგილებაში.

სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა. ცეცხლი სტამბის ნაწილს წაეკიდა და დაიწვა 1200 კვ.მ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^