ხვალ 26 მაისს Blixa Bargeld & Teho Teardo-ს კონცერტი „ივენთ ჰოლში" 21:00 საათზე გაიმართება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკოსებმა დაგეგმილი ღონისძიების დეტალებზე ისაუბრეს.
„კონცერტზე სიმღერებს იტალიურად და ინგლისურად შევასრულებთ. ახალ ალბომში (Nerissimo) ბევრი ახალი ექსპერიმენტია. დავამატეთ კლარნეტი. ამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, როცა ბავშვი ვიყავი. 40 წლის შემდეგ კვლავ გავაგრძელე ამ ინსტრუმენტზე დაკვრა“, - განაცხადა ტეო ტეარდომ.
ამ ორი მუსიკოსის კოლაბორაცია 2013 წელს დაიწყო და ისინი ხვალ ქართველი მსმენელის წინაშე ორი ალბომით, Still Smilling და Nerissimo-თი წარსდგებიან.
„საქართველოში პირველად ვარ და არ ვიცი რა იქნება ქართველი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი. ამას ხვალ გავიგებთ”, - ამბობს ბლიქსა ბარგელდი.