
კრემლი ბრიტანეთთან უკეთეს ურთიერთობებზე ამყარებს იმედს. ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს პრეზიდენტი პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.
„იმედი გვაქვს, ახალ რეალობაში ბრიტანეთი რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარების საჭიროებას გააცნობიერებს“, - პესკოვის ინფორმაციით, Brexit-თან დაკავშირებით მოგვიანებით ვლადიმერ პუტინიც გააკეთებს განცხადებას.
დიდმა ბრიტანეთმა გუშინ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, დღეს კი ქვეყნის პრემიერმა, დევიდ კემერონმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.