აჭარაში „რესპუბლიკურ პარტიას" სათავეში ჩაუდგება საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება და ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიის საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელებს.
„საქართველოში 8 ოქტომბერს ორი არჩევნებია. თავისუფლების ლოდის ტარებაში, ჩოლოქს გაღმა-გამოღმა „რესპუბლიკელებს“ ჩვენი მონაპოვარი გვაქვს; ჩვენი დასაცავი თავისუფლება გვაქვს, ამიტომაც ვაქცევთ პარლამეტის არჩევნებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.