Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტიის" ცენტრალური ღირებულება იქნება ადამიანი

12 ივლისი, 2016 13:31

„ჩვენ ვასრულებთ კოალიციურ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. ვამაყობთ იმით, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას სჭირდება გაცილებით მეტი“, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის სიის პირველმა ნომერმა, დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტია" ყოველ დღეს იმისთვის გამოიყენებს, რომ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, სადაც „რესპუბლიკური პარტია" მოვლენათა ეპიცენტრში და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მომართული პოლიტიკური ძალა არ ყოფილიყო. ასევე გაგრძელდება. ჩვენ შევძელით ის, რომ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდეს მრავალპარტიული, შეუქცევადი ინსტიტუციური სისტემა, ამას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და „რესპუბლიკელებს“ გვაქვს პრეტენზია, რომ პირველები ვიქნებით ამ ბრძოლაში. ჩვენ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში ყველა მთავრობაში, პარლამენტში, ვიყავით აქტიურნი და ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. პირნათელნი ვართ ხალხთან. ვიყავით ცოტა, ვაკეთებდით ბევრს. ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც “, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის" ცენტრალური ღირებულება ადამიანი იქნება. მანვე განმარტა „რესპუბლიკელი“ მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვების მიზეზი.

„თუ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ის, რომ კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შევთავაზეთ ჩვენს პარტნიორებს „ქართული ოცნებიდან“. მზად ვიყავით, რომ ჩვენი მთავრობის წევრები თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ არჩევნების ბოლომდე და ჩვენ მათ გარეშე გავიდოდით კამპანიაში. „ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა. მიიჩნია, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი“, - თქვა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ყველა „რესპუბლიკელს“ მოუწოდებს, ორი დღის განმავლობაში დაფიქრდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა თუ არა პარტიასთან ერთად დგომა, რადგან „არჩევნებზე თავდაჯერებულები უნდა გავიდეთ. ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^