Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვოლსკი: „რესპუბლიკელი" მინისტრების გადადგომა წინასაარჩევნოდ ნორმალური პროცესია

12 ივლისი, 2016 16:43

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი „რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველი ნომრის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიული სახეების საკუთარი პარტიის მუშაობის რეჟიმში გადასვლა ძალიან ნორმალური პროცესია.

„საარჩევნო სისტემა არის შემოთავაზებული, რომელიც ერთად გავიტანეთ, ერთად დავამტკიცეთ, მათ შორის „რესპუბლიკელებიც“ იყვნენ ამის ერთ-ერთი მთავარი ჩამომყალიბებლები ჩვენთან ერთად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს „რესპუბლიკური“ პარტიის ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მათმა პარტიამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა, „რესპუბლიკელ“ მინისტრებს მოვალეობა არჩევნებამდე შეესრულებინათ, თუმცა „„ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა. მიიჩნია, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^