„ეროვნულმა ფორუმმა“ მაჟორიტარობის 28 უკვე კანდიდატი შეარჩია. პარტიის წევრის რევაზ შავიშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარების შერჩევა გრძელდება.
„სულ შერჩეულია 28 კანდიდატი, დღეს 8 მათგანი დავამტკიცეთ, აქვე იმასაც გაგიმხელთ რომ მე საბურთალოს საარჩევნო ოლქში ვიყრი კენჭს. ოფიციალურად მაჟორიტარობის კანდიდატები დამტკიცებულები არიან და პოლიტსაბჭო იხილავს მათ საკითხს. კანდიდატები ძალიან ბევრია, ამიტომ შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. გუბაზი, ალბათ მაჟორიტარი არ იქნება, კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე საქართველოს მასშტაბით სასიარულოდ და სააგიტაციოდ გვჭირდება“, - განაცხადა რევაზ შავიშვილმა თამარ ჩიქოვანთან გადაცემაში სტუმრობისას.
ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატად „ეროვნულმა ფორუმმა“ დეპუტატი ანი მიროტაძე წარადგინა.