Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

AI: თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა ნაწილს სცემდნენ და აუპატიურებდნენ

25 ივლისი, 2016 14:02

Amnesty International-მა შეაგროვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ გამოსასწორებელ ცენტრში თურქეთის გადატრიალებაში მონაწილეებზე ძალადობენ.

ორგანიზაცია მოითხოვს დამოუკიდებელი მონიტორის შექმნას, რათა შესაძლებელი იყოს პირდაპირი კონტაქტი პატიმრობაში მყოფ პირებთან.

Amnesty International-ს აქვს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულებს 48 საათის განმავლობაში სტრესულ ვითარებაში ამყოფებდნენ - მათ საკვებს წყალს და სამედიცინო მედიკამენტებს არ აწვდიდნენ. აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდნენ შანტაჟს. უარეს შემთხვევაში კი, ზოგიერთ მათგანს სასტიკად უსწორდებოდნენ - სცემდნენ და აუპატიურებდნენ.

„თურქეთის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეაჩეროს ეს საზიზღარი პრაქტიკა და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ყველგან, სადაც დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს“, - განაცხადა Amnesty International-ის ევროპელმა დირექტორმა, ჯონ დალჰუიზენმა.

შაბათს თურქეთის პრეზიდენტმა საგანგებო ვითარების გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოუშვა ახალი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, დაკავებულების პატიმრობაში ყოფნის დრო 4 დან 30 დღემდე გაიზარდა.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს დაპატიმრებულებზე ძალადობის გაგრძელების საფრთხეს ქმნის და თანამდებობის პირებს მოუწოდებს, მიიღონ სამართლიანი სასამართლოს გამართვაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^