პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც ბრიფინგს მართავდა. „პირველი, რაც ვიფიქრე, ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული“, - მანანა კობახიძის განცხადებას „რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც მანანა კობახიძე ამბობს, დააბნია პრეზიდენტის ღიმილმა. „თუ არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ“, - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა.
პრეზიდენტი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე ჩხრეკა მოაწყვეს, იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა.
„ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა. იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა პრეზიდენტმა