Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აზერბაიჯანში პრეზიდენტობის ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა

26 ივლისი, 2016 13:20

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა რეფერენდუმის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. სხდომა 25 ივლისს გაიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიტანა შეესაბამება აზერბაიჯანის კონსტიტუციას.

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარემ ფერჰარდ აბდულაევმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის კონსტიტუციას. სხდომაში მონაწილეობა 8 მოსამართლემ მიიღო.

აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებები ბოლოს 7 წლის წინ შეიტანეს. „მიმდინარე ცვლილებები ბოლო პერიოდში საჭიროებს კონსტიტუციის გადასინჯვას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცვლილების ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზრდება.

ილჰამ ალიევს სურს ასევე შემოიღოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები.. ცვლილების თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეუძლია, გამოაცხადოს რიგგარეშე არჩევნები.

105-ე მუხლით პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები სამი თვის ვადაში უნდა დაიგეგმოს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 ივლისს  ხელი მოაწერა ბრძანებას რეფერენდუმის გამართვის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა აზერბაიჯანის კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^