Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძველი თბილისის 8 ქუჩას საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭება

06 სექტემბერი, 2016 14:10

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა. 

როგორც მერიაში აცხადებენ, ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი. საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც.

„ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ. მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო", - აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^