Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია „აქსისი“ ძველ ვალდებულებებს 2018 წლამდე შეასრულებს

26 იანვარი, 2017 19:39

მნიშვნელოვანი  გამოცდილება, ინოვაციური მიდგომა და მშენებლობის უმაღლესი სტანდარტები - სწორედ ეს აქცევს კომპანია „აქსისს“ გამორჩეულს.

 „აქსისი“ 18 წელია სამშენებლო სფეროშია და ამ ხნის განმავლობაში არაერთი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. კომპანიამ 18 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულება 2008 წლამდე შეძლო, 20 კი - ამის შემდეგ დაასრულა. სწორედ ამითაცაა გამორჩეული „აქსისი“, რომ მოახერხა და ეს კრიზისი დაძლია. კომპანია დღემდე ასრულებს წინა წლებში ნაკისრ ვალდებულებს და უახლესი საცხოვრებელი ბინები სულ მალე ჩაბარდებათ მფლობელებს.

„საირმე პალასი“ სწორედ ერთ-ერთია, რომლის აშენების ვალდებულებაც კომპანიამ აიღო, მაგრამ 2008 წელს შექმნილი კრიზისის გამო დღემდე ვერ შეძლო მისი დასრულება. ეს ბოლო შეჩერებული ობიექტია და როგორც „აქსისის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, მისი დასრულებით კომპანია ყველა ძველ ვალდებულებას შეასრულებს. მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. 23-სართულიან კორპუსში, რომელიც 120 ოჯახზეა გათვლილი, ბინით ყველა მობინადრე დაკმაყოფილდება.

პოსტკრიზისული მშენებლობებიდან აქსისი 2017-2018 წლებში უკლებლივ ყველა კლიენტს დააკმაყოფილებს ძველი პირობებითა და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. 2017 წელს დასრულდება: კედიას 10 (2 კორპუსი), „პალასი 1“(I და VI კორპუსი) და „პალასი 2“ (IV და VI კორპუსი). ხოლო 2018 წელს დასრულდება „პალასი 1“ (VII კორპუსი) და „საირმე პალასი“ (II კორპუსი). „პალასი 1-ის“ 10 კორპუსიდან 7, ხოლო „პალასი 2-ის“ 6 კორპუსიდან 4 უკვე დასრულებულია. პირველი 400, ხოლო მეორე 600 ოჯახზეა გათვლილი.  

„გვინდა, რომ იმაზე ფუნქციური საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ, ვიდრე თავდაპირველად დავპირდით ხალხს და ამით მოვახდინოთ იმის კომპენსირება, რომ კრიზისის გამო მშენებლობები რამდენიმე წლით დგვიანდა“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.

კომპანიების, სავაჭრო ობიექტებისა და საცხოვრებელი ბინების ერთ სივრცეში განლაგება კიდევ უფრო მომგებიანი და მოსახერხებელია მოქალაქეებისთვის, რადგან ფაქტობრივად ოფისიდან ან სახლიდან შორს წაუსვლელად შეუძლიათ მრავალი სახის მომსახურების მიღება.

ამ მხრივ გამორჩეულია „პალასი 1“ და  „აქსის თაუერსი“. ეს უკანასკნელი კომპანიისთვის განსაკუთრებით საამაყო მულტიფუნქციური პროექტია. ის დეველოპმენტის 5 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელი, საოფისე, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, კომერციული და სარეკრეაციო-გასართობი.  მისი მშენებლობა 2015 წელს „აქსისისა“ და თანაინვესტირების ფონდის პარტნიორობით განახლდა. კომპლექსი 41 სართულისგან შედგება, საიდანაც 37 მიწის ზემოთ, 4 კი მიწის ქვეშ მდებარეობს. მისი სიმაღლე 147 მეტრია. „აქსის თაუერსის“ მშენებლობა 2017 წელს დასრულდება, სასტუმრო კი 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება.

რაც შეეხება „აქსის პალასს“, იქ სულ მალე დასრულდება სარემონტო სამუშაოები და გაიხსნება საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ყველაზე ფართო ქსელის ფილიალი, ასევე, 10 000 მ2 ფართობის ავტოსადგომი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმები ამით არ შემოიფარგლება. „აქსისი“ განაგრძნობს სიახლეების დანერგვას და 2017-2018 წლებში უმეტეს ობიექტზე უპრეცედენტო კონსიერჟის მომსახურების დანერგვას გეგმავს. ამასთან დასრულდება კარტოზიას 6-სა და ჭავჭავაძის 49-ში მდებარე მშენებლობები და „წინამძღვრიშვილის 125-ის“ პროექტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^