საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 85 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს სპეციალური განცხადებით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი თანასწორობის პრინციპი.
„საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და წარადგინა დოკუმენტის ახალი პროექტი. იგეგმება საერთო-სახალხო განხილვები, საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა. კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. ამასთანავე, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. თუმცა, მიუხედვად ამისა, სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი - თანასწორობის პრინციპი .
როგორც ცნობილია, მანდატების განაწილებისთვის გამოიყენება არა მათი პროპორციული განაწილების წესი, არამედ კვოტირების პრინციპი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოა, რომ დიდი იქნება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა. როგორც ისტორიული გამოცდილება მოწმობს, 1995-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისას, 5-პროცენტიანი ზღურბლით, დაკარგული ხმები საშუალოდ 20.1% იყო შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 92 მანდატს მიიღებდა. აშკარაა, რომ ასეთი წესით არსებითად ირღვევა პროპორციულობა და თანასწორობის პრინციპი; ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ბლოკების აკრძალვა ჯერ კიდევ სუსტი პარტიული სისტემის, მწირი ფინანსური რესურსებისა და 5%-იანი ზღურბლის პირობებში მკვეთრად გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას, ხოლო მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესი უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი წინადადებები: პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან და გამოყენებული იქნეს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების წესი და საარჩევნო ზღურბლი შემცირდეს 3 პროცენტამდე”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
1. ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი
2. თავისუფალი არჩევანი
3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
4. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
8. ეკონომიკური პოლიტიკის და კვლევის ცენტრი
9. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
10. მედიის განვითარების ფონდი
11. ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
12. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
13. ასოციაცია და რადიო ,,მწვანე ტალღა"
14. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
15. საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“
16. ადამიანის უფლებათა ცენტრი
17. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
18. სტუდია რე
19. ციხის საერთაშორისო რეფორმა
20. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის
21. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
22. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“
23. ასოციაცია "ტოლერანტი"
24. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
25. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
26. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”
27. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი"
28. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
29. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
30. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი
31. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
32. ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭო
33. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
34. პრესის ასოციაცია
35. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
36. "საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"
37. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
38. ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
39. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
40. საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
41. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
42. რეპატრიანტთა კავშირი
43. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
44. პედაგოგთა კავშირი"განათლება და სამყარო"
45. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
46. "საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიცითა ხელშეწყობის ცენტრი"
47. ასოციაცია "მერკური"
48. ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
49. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
50. ახალგაზრდული ალტერნატივა
51. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველო
52. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
53. ასოციაცია "დეა"
54. ასოციაცია ,,ათინათი"
55. განვითარების და ჩართულობის ცენტრი
56. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
57. სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის
58. ასოციაცია ,,გადავარჩინოთ მომავალი თაობა“
59. ჟურნალისტური კვლევის ცენტრი
60. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
61. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
62. კავკასიური სახლი - საქართველო
63. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
64. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი
65. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ”ახლებური ხედვა”
66. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი"
67. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში
68. კავშირი ,,ეკოტექი“
69. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა"
70. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრი
71. პროფესიული კავშირების გაერთიანება
72. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
73. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
74. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
75. ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო
76. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
77. ენერგოეფექტურობის ცენტრი
78. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
79. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"
80. გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
81. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
82. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
83. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
84. ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის
85. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;