Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შევიდა

12 ივნისი, 2017 13:13

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა. კანონპროექტს ხელს 37 455 ამომრჩეველი აწერს. 

ინიციატივის მიზანია კვოტების დაწესება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად. კანონპროექტის მიხედვით,  ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში. 

ცვლილებები ეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსს და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ცვლილებების მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულები იქნებიან, საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.

საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას „ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ უწევს ადმინისტრირებასა და კოორდინაციას.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის დროებითი, არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების შესახებ ინიციატივა ჯგუფს გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა. 

38 ქალი პარლამენტში - ნაბიჯი პირველი

არჩევნები სავალდებულო გენდერული კვოტირების გარეშე​

ქალის ხმა პოლიტიკაში

ქალები გადაწყვეტილებებს მიღმა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^