Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბავშვთა სამყაროს“ იურისტი: ექსპერტიზის დასკვნით ხანძარი გარე ჩარევამ გამოიწვია

28 ივლისი, 2017 13:59

„ბავშვთა სამყაროს“ იურისტი ვაჟა მაისურაძე „ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელის დააკავება უსაფუძვლოა.

იურისტის თქმით, გამოძიების ფარგლებში სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა ჩაატარა. როგორც ვაჟა მაისურაძე ამბობს, დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები იყო დაცული. იმავე დასკვით დადგენილია, რომ ხანძარი გამოწვეულია გარე ჩარევით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით, მიზანმიმართული ცეცხლის წაკიდებით.

„აქედან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა ეძებოს დანმაშავე, ვინც გააჩინა ხანძარი და იგი არ უნდა ცდილობდეს ბრალის ვიღაცისთვის „შეტენას“, რომ წინასაარჩევნოდ განაწყენებული ხალხის ნაწილი მოიმადლიეროს“, - ამბობს ვაჟა მაისურაძე.

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

პროკურატურამ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^