
იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია იუსტიციის სახლიდან გაასახლა - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მცდელობას, რომ კომისია გაეძლიერებინა, მინისტრის გაღიზიანება მოჰყვა, რაც გაუგებარია.
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებაში პრეზიდენტის მიერ 26 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც 4 წევი იყო, კიდევ ორი წევრი დაემატა - ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.
თამარ ლალიაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა, აბაშიშვილის თქმით არც ერთ უწყებას არ წარმოადგენს და მაღალი კვალიფიკაციის იურისტია.
აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის „სრულიად გაუგებერია ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშსწორება კომისიი წევრების მიმართ”.