ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევა მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 29 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გაწევრდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ. ხოლო მოსახლეობის 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ემხრობა. არც ერთს არ ეთანხმება მოსახლეობის 3%.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.