Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბავშვები იმალებიან უცხოს რომ ხედავენ“ - რას ჰყვებიან მასწავლებლები დევნოზაშვილების ოჯახზე

30 იანვარი, 2018 20:09

ლენტეხის რაიონში ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი სახლში ჰყავს ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებსბავშვები ვერ დადიან სკოლაში და ვერ ხვდებიან თანატოლებს. ამ საკითხის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გარკვეული პერიოდი ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა ბავშვებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით  ეს მეცადინეობები შეწყდა.  

სოცსააგენტო მშობლის მიერ ჩაკეტილ ბავშვებზე - „მშობლები შეძლებისდაგვარად ზრუნავენ მათზე"

„ლიბერალი“ სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორს ხათუნა ტვილდიანს და ამავე სკოლის პედაგოგს სოფო ტვილდიანს ესაუბრა. ისინი იხსენებენ, რომ დაახლოებით 2009-10 წლებში ოჯახს კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობდნენ.

„ბავშები რომ გვემეცადინებინა, ამის უფლებას მშობლები არ გვაძლევდნენ, უბრალოდ ვუყურებდით, კონტაქტი გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდის შემდეგ როცა მათთან პოლიცია, სოციალური მუშაკები და მეუფეც მივიდა, კონტაქტი აღარ გვქონია. ისეთი აგრესია წამოვიდა, ბავშვებიც ისე გვიყურებდნენ, თითქოს ნდობა ჰქონდათ დაკარგული“, - ამბობს სკოლის დირექტორი ხათუნა ტვილდიანი. 

მიტროპოლიტი სტეფანე ამირან დევნოზაშვილზე: - ეს კაცი შესაძლოა, საშიში იყოს ბავშვებისთვის

პედაგოგი სოფო ტვილდიანი იხსენებს, რომ უფროსი შვილი იმ დროისთვის 14-15 წლის იქნებოდა, მათ მშობლები ძირითადად მათემატიკასა და რუსულ ენას ასწავლიდნენ, მისი თქმით ბავშვებს მეტყველება უჭირდათ, თუმცა წერა-კითხვა შეეძლოთ.

„ბავშვებს საკმარისი განათლება არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მეტყველება უჭირდათ, გამართულად ვერ ლაპარაკობდნენ, წერით წერდნენ, რუსულადაც, გამრავლების ტაბულა იცოდნენ, კერვას და ქარგვას ასწავლიდნენ, საოჯახო რაღაცებს აკეთებინებდნენ“,- ამბობს მასწავლებელი.

ტვილდიანის თქმით, სხვების დანახვაზე ბავშვები ახლა იმალებიან, პატარაობაში კი უფრო კონტაქტურები იყვნენ.

„ბავშვები კონტაქტურები არ არიან, იმალებიან რომ დაგინახავენ, პატარები რომ იყვნენ გამოვიდოდნენ, დაგიჯდებოდნენ“, - ამბობს ტვილდიანი. 

ხათუნა ტვილდიანი, რომელიც ასევე დევნოზაშვილების ოჯახის ნათესავი და მეზობელია, ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოჯახი ვერ დაითანხმა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის სკოლაში სწავლის საშუალება მიეცათ.

ტვილდიანის თქმით, უფროსმა შვილებმა წერა-კითხვა იცოდნენ, სკოლის დირექტორის თქმით, ოჯახში ჰქონდათ წიგნები („შუშანიკის წამება“, ძველი ქართული ლიტერატურა, წმინდანების ცხოვრება და ა.შ.) და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებით თავად პედაგოგები და სოციალური მუშაკებიც ამარაგებდნენ.

„უფორსი შვილები მაშინ პატარები იყვნენ, რომ წერდნენ ნამდვილად მინახავს და პატარების შესახებ ნამდვილად არ ვიცი. მე მინახავს ერთ-ერთი შვილის, მარიამის ნაწერი, ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა, მაშინ პატარა იყო, მერე გავიგე, რომ რაღაც დოკუმენტზე ხელმოსაწერი ყოფილა და ხელი ვერ მოუწერიაო, მე ვიფქრობ, რომ იმიტომ კი არა, რომ წერა-კითხვა არ იცის, იმიტომ, რომ შეუჩვეველია საზოგადოებაში გასვლას“, - ამბობს ტვილდიანი

ხათუნა ტვილდიანს დევნოზაშვილებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს, ხშირად შეხვედრია მაღაზიისკენ ან სხვა საქმისთვის მიმავალ მეზობლებს მხოლოდ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ტვილდიანის თქმით, უფროსი შვილები გარეთ იშვიათად გამოჰყავთ - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექიმთან მიჰყავთ თბილისში.

„მის სიტყვებს გავიმეორებ: როდესაც ხე გამსხვილდება და როდესაც მას ქარი ვერ წააქცევს და ბავშვები იქნებიან ჩამოყალიბებულები, გახდებიან სრულწლოვანები, მაშინ გავუშვებ მათ საზოგადოებაში, გავლენ ისინი და ხელსაქმეს ისწავლიან... - რა ხელსაქმე უნდა ასწავლო 8 შვილს სოფლის პირობებში, ან რა უნდა ისწავლონ თუ გარეთ არ გაიყვან?“, - ამბობს ტვილდიანი.

ხათუნა ტვილდიანი ამბობს, რომ ეზოში ბავშები ხშირად თამაშობენ და მშობლებსაც ეხმარებიან საშინაო საქმეებში.

„მეორე სართულიდან ვუყურებდი, თმები ჩამოშლილი ჰქონდა ერთ-ერთ შვილს, სარკეში იხედებოდა, შეტრიალდებოდა და შემოტრიალდებოდა, იპრნჭებოდა და ისე გამიკვირდა, სახლშია ბავშვი და მაინც რომ ამის სურვილი აქვს-მეთქი.

მანამდე დადიოდნენ თავსაფარდახურულები სახლში და გრძელი კაბებით, მკლავიანი მაისურებით და ამ ზაფხულში სხვა კარის მეზობელი ამბობდა, რომ ახლა მოკლემკლავიანები აცვიათ და თავსაფრები აღარ ახურავთო“, - ამბობს ხათუნა ტვილდიანი

სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით  მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, ისინი შესაბამისი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას შეფასებენ. 

შს მინისტრის მოადგილე მშობლის მიერ სახლში სავარაუდოდ ჩაკეტილ ბავშვებზე საუბრობს

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი უკვე წლების განმავლობაში ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია როგორც სოციალური მომსახურების სააგენოტო, ასევე შსს და მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა თავისი მანდატიდან და პერსპექტივიდან შეაფასოს, რამდენად იყო ბავშვის ინტერესებზე მორგებული ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ უწყებების მხრიდან გატარდა.

უნდა აღინიშნოს ის, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვი იღებდეს განათლებას და ეს საქართველოს კანონმდებლობით არის სავალდებულო, საბაზო განათლების მიღება და ასევე  მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობა, იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში და მისი საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული." - განუცხადა "ლიბერალს" ეკა სხილაძემ. მისივე თქმით, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ შეაფასებენ რა ღონისძიებების უნდა გატარდეს და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავენ პასუხისმგებელ უწყებებს. 

"ზოგადად კი ეს არის მთავარი ამოსავალი პრინციპი, რომ ბავშის ინტერესები იყოს დაცული ყველა შემთხვევაში“, - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^