Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული მარში“ სამოქალაქო პატრულირების დაწყებას რამდენიმე კვირაში გეგმავს

09 თებერვალი, 2018 17:13

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გია კორკოტაშვილის თქმით, მოძრაობა სამოქალაქო პატრულირებას რამდენიმე კვირაში დაიწყებს. მისი თქმით, სამოქალაქო პატრული შსს-ს დაეხმარება და ქუჩებში საზოგადოებრივ წესრიგს დაამყარებს. „საზოგადოებრივ საწყისზე ჩვენ ნებისმიერი დანაშაულის პრევენციას მოვახდენთ. კრიმინოგენურმა სიტუაციამ სამწუხაროდ მოიმატა და ამაში ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობას მივიღებთ. რომ თუ სამართალდამცველები არ იქნებიან ახლო-მახლო, მივიდეთ და ჩავერიოთ.“ - ამბობს გია კორკოტაშვილი.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზირაქიშვილის აზრით, ყველა მოქალაქეს დამნაშავის დაკავების კონსტიტუციური უფლება აქვს. „პატრულის ჯგუფის მიზანი იქნება იმოძრაოს ქუჩაში, დააფიქსიროს თუ რაიმე დარღვევა მოხდება და განახორციელოს სამოქალაქო დაკავება, რომლის უფლებაც კონსტიტუციით და კანონით ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.“ - ამბობს ზირაქიშვილი ტელეკომპანია „იბერიასთან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს კი „ქართული მარშის“ ეს გადაწყვეტილება გერმანიაში ფაშისტური მოძრაობის დასაწყისს აგონებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ სამოქალაქო პატრულირება არ უნდა დაუშვას. „თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლება არის ჩამოშლილი და არ შესწევს უნარი დაიცვას ადამიანები.“ - თქვა გოცირიძემ.

სამოქალაქო პატრულის იდეა არ მოსწონს მმართველი პარტიის წევრს თამარ ჩუგოშვილსაც. როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, ქვეყანაში წესრიგის დაცვა მხოლოდ პოლიციის კომპეტენციაა. „ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს, არის საქართველოს პოლიცია. ნებისმიერი სხვა ერთეული სრულიად არაუფლებამოსილია, რომ მისი უფლებების შეთავსება სცადოს. და თუ ეს ყველაფერი გადავა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.“ - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^