მოქალაქეთა აქციას „მშვიდობა ომზე მეტია“, რომელიც 4 მარტს თბილისში, 18:30 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება, ბარები, რესტორნები, მაღაზიები და სხვა კომერციული ობიექტები შეუერთდებიან. ამ დროისთვის ცნობილია 35 კომერციული ობიექტი, რომელიც სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურება და თავის მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ანტისაოკუპაციო აქციას შემდეგი ობიექტები უერთდებიან:
1. „კანუდოსი"
2. კამორა
3. ამოდი
4. ვოდკასტი
5. ფუნდუკი
6. პლენტ შოფი
7. საქსესი
8. ბურგერ ჰაუსი
9. ბია +
10. Wizchiz
11. Pipes Burger joint
12. ქეთის ბისტრო
13. პოლიფონია თბილისი
14. თონე
15. Drunk Owl
16. აზერფეშა
17. სკოლა skola
18. ლეილა
19. შავი ლომი
20. ემბერ ბარი
21. რესტორანი ბლუმი
22. რესტორანი ზალა
23. ბენდუქიძის კულინარიული აკადემია
24. ღვინო ანდერგრაუნდი
25. ლიტერა
26. კულინარიუმი
27. „ამბავი"
28. „დრამა ბარი"
29. ლიტერატურული
30. ლიტკაფე
31. kyoto სუში ბარ
32. G.vino
33. art cafe home
34. კაფე „ლაღიძის წყალი“
35. ტატუ ბარი
36. Monkey's Bar
აქციის მონაწილეები ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ.
„ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ.
მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.